![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d1/Heckert_GNU_white.png/640px-Heckert_GNU_white.png&w=640&q=50)
GNU Free Documentation License
From Wikipedia, the free encyclopedia
GNU Free Documentation License (GNU-ის თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია, ანუ უბრალოდ GNU FDL (GFDL) — კოპილეფთ-ლიცენზია, რომელიც შემუშავებულია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის მიერ როგორც დანამატი GNU GPL-სთვის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d1/Heckert_GNU_white.png/640px-Heckert_GNU_white.png)
GNU FDL განკუთვნილია სამომხმარებლო სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტაციისთვის, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს კომპიუტერულ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ამ ლიცენზიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი თემატიკის ტექსტისთვის.