![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/Ch%25C3%25A2teau_de_Rambouillet_%2528DSC_7006%2529.jpg/640px-Ch%25C3%25A2teau_de_Rambouillet_%2528DSC_7006%2529.jpg&w=640&q=50)
G6-ის 1-ლი სამიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
G6-ის 1-ლი სამიტი, დიდი ექვსიანის პირველი სამიტი (15-17 ნოემბერი, 1975) — ექვსი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის არაოფიციალური შეხვედრა საფრანგეთში, რამბუიეში. სამიტის ჩატარების ადგილი იყო შატო დე რამბუიე პარიზის მახლობლად[1].
G6-ის I სამიტი | |
---|---|
← დაარსდა | |
![]() შატო დე რამბუიე | |
მასპინძელი | საფრანგეთი |
თარიღი | 15-17 ნოემბერი, 1975 |
მონაწილეები |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
დიდი ექვსიანის პირველი სამიტი წარმოადგენდა არაოფიციალური ფორუმს, რომელშიც მონაწილობას იღებდა ექვსი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის (საფრანგეთს, დასავლეთ გერმანიას, იტალიას, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს) ხელმძღვანელებს[2]. შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ ფორუმისთვის მიეცათ ყოველწლიური შეხვედრის სახე ან ეცადათ მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა აღნიშნული შეხვედრა წარმოშვა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი. სწორედ ნაყოფიერმა შეხვედრამ გააჩინა იდეა რომ მსგავსი ფორუმის ყოველწლიური ჩატარება მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის მოგვარებას შეუწყობდა ხელს[3].
პირველმა — დიდი ექვსიანის — შეხვედრამ საფუძველი დაუდო, შემდგომში დიდი შვიდიანის (G7) და დიდი რვიანის (G8) ყოველწლიური სამიტების გამართვას.