![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/Boletus_edulis_%2528Tillegem%2529.jpg/640px-Boletus_edulis_%2528Tillegem%2529.jpg&w=640&q=50)
დათვისსოკო
From Wikipedia, the free encyclopedia
დათვისსოკო, ასევე ცნობილია როგორც ძირბუკა (ლათ. Boletus edulis) — ბოლეტუსის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.[1]
დათვისსოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Boletus edulis Bull., 1782 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 122090234 | |||||||||||||||
|
დათვისსოკო კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება. მას ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველი რომში გამოიყენებდნენ. საკვებად იხმარება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტზე. დათვისსოკო ინტროდუცირებული იქნა სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ბრაზილიაში.
სოკოს ფესვი წარმოიქმნება სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით ნაძვთან, მუხასთან, არყასთან და ფიჭვთან. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს საკვებად უვარგის ნაღველა სოკოში, რომელსაც ახასიათებს მწარე გემო.
იგი პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბიულიარმა 1782 წელს როგორც Boletus edulis.[2]
სამეცნიერო სინონიმები: