![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Torrentcomp_small.gif/640px-Torrentcomp_small.gif&w=640&q=50)
BitTorrent
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიტტორენტი — პირინგული (P2P) ქსელური პროტოკოლი ინტერნეტში ფაილების გასაზიარებლად. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ფაილის მეორე მომხმარებლისგან გადაწერა სერვერზე დამატებითი დატვირთვის გარეშე. ბიტტორენტის შემთხვევაში „ტრეკერი“ (ანუ სერვერი) მხოლოდ მართავს „კონექტს“ - კავშირს- და მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია იმ ფაილზე, რომელსაც მომხმარებელი იწერს ან სხვას უზიარებს. პროგრამის მთავარ დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ფაილის გადმოწერის დროს მომხმარებელი ასევე ხდება „ლიჩერი“ - იგი უზიარებს (შესაბამის ჟარგონზე - „უსიდირებს“) ფაილს სხვა მომხმარებლებს; რაც უფრო მეტი მომხმარებელი (ლიჩერი ან სიდერი) ჰყავს ამ ფაილს, მით უფრო დიდი სიჩქარე აქვთ თითოეულს. პროტოკოლი შექმნა ბრემ კოენმა 2001 წლის 4 აპრილს, რომელმაც ასევე დაწერა პირველი ტორენტ-კლიენტი „BitTorrent“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Torrentcomp_small.gif/320px-Torrentcomp_small.gif)