როჯერ უოტერსის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Amused to Death — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის კონცეპტუალური სტუდიური ალბომი, გამოცემული 1992 წლის 7 სექტემბერს.
Amused to Death | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 7 სექტემბერი, 1992 | |||
ჩაიწერა | 1988–1992 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 72:45 | |||
ლეიბლი | Columbia | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ნიკ გრიფითსი, პატრიკ ლეონარდი | |||
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Amused To Death | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Blender | [2] |
Entertainment Weekly | (A-)[3] |
Sputnikmusic | [4] |
Amused to Death-ში მიმოიხილება უოტერსის უკმაყოფილება თანამედროვე დასავლური საზოგადოებით, გამოხატულია მასმედიისა და ომების კრიტიკა. ალბომი შთაგონებულია ნილ პოსტმენის წიგნით „საკუთარი თავის სიკვდილამდე გართობა“, სადაც იგივე თემებზეა საუბარი.
ისევე, როგორც როჯერის დანარჩენი ალბომები, ეს ალბომიც კონცეფტუალურია. სიუჟეტი ტრიალებს პატარა მაიმუნის ირგვლივ (რომელშიც ადამიანი იგულისხმება) — იგი ზის ტელევიზორთან და არხებს რთავს. ალბომის მსვლელობისას მსმენელი არაერთ თემას ხვდება — აქ არის პოლიტიკური და სოციალური მოტივები, მათ შორის სპარსეთის ყურის ომის, ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის ისტორიები.
ალბომი წარმოდგენილია QSound ტექნოლოგიით — ეს არის ისეთი ჟღერადობა, რომელიც მსმენელს აძლევს საშუალებას, მოისმინოს ალბომი ოთხ აუდიოდინამიკს შორის, რაც სხვადასხვა ხმოვანი ეფექტის რეალურობის შეგრძნებას ტოვებს.
ალბომზე მოწვეული სტუმრების სახით უკრავენ და მღერიან — ჯეფ ბეკი (გიტარა — 1, 2, 10, 11, 12, 13 და 14 სიმღერები), ბი ჯეი კოული (გიტარა — 3 და 4 სიმღერები), დონ ჰენლი (Watching TV). ჯგუფის Red Hot Chili Peppers ბას-გიტარისტმა ფლიმ ამ ალბომის სიმღერისათვის „It's a Miracle“ ჩაწერა ბას-გიტარის პარტია, მაგრამ ეს იყო სიმღერის განსხვავებული ვერსია, რომელიც ალბომში არ შეიტანეს.
Amused to Death მოხვდა ამერიკული ბილბორდის ჩარტის #21 ადგილზე, რასაც ხელი შეუწყო სინგლმა What God Wants, Part I (#4 ბილბორდის ჩარტში).
ალბომის მხარდასაჭერად საკონცერტო ტურნე არ ჩატარებულა, რადგან უოტერსს იგი დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ მინიმუმ 2 მილიონი დისკის გაყიდვის შემთხვევაში. ერთი წლის მანძილზე არ გაყიდულა ამ ალბომის მილიონი ასლიც. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა სრულდებოდა როჯერის 1999-2002 და 2006-2008 წლების ტურნეებზე.
2015 წლის ივლისში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა. იგი წარმოდგენილია 5.1 და ახალი სტერეო მიქსის სახით. სიმღერების უმეტესობა რემასტერის სახეს ატარებს, რამდენიმე მათგანი კი ახალი მიქსია.[5]
ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „The Ballad of Bill Hubbard“ | 4:19 |
2. | „What God Wants, Part I“ | 6:00 |
3. | „Perfect Sense, Part I“ | 4:16 |
4. | „Perfect Sense, Part II“ | 2:50 |
5. | „The Bravery of Being Out of Range“ | 4:43 |
6. | „Late Home Tonight, Part I“ | 4:00 |
7. | „Late Home Tonight, Part II“ | 2:13 |
8. | „Too Much Rope“ | 5:47 |
9. | „What God Wants, Part II“ | 3:41 |
10. | „What God Wants, Part III“ | 4:08 |
11. | „Watching TV“ | 6:07 |
12. | „Three Wishes“ | 6:50 |
13. | „It's a Miracle“ | 8:30 |
14. | „Amused to Death“ | 9:06 |
საერთო ხანგრძლივობა: | 01:12:45 |
ალბომი – ბრიტანეთი
წელი | პოზიცია |
---|---|
1992 | 8[6] |
ალბომი – ბილბორდი (აშშ)
წელი | ჩარტი | პოზიცია |
---|---|---|
1992 | ბილბორდ 200 | 21 |
სინგლები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.