ძროხისებრი ანტილოპა,[1]ანტილოპა ბუბალი,[2]ჩვეულებრივი ბუბალი ან უბრალოდ ბუბალი[1] (ლათ.Alcelaphus buselaphus) — წყვილჩლიქოსანიძუძუმწოვარიძროხისებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2 მ, სიმაღლე მინდაოში 130 სმ, მასა 200 კგ. შეფერილობა ქვესახეობებში განსხვავდება: ღია რუხიდან წითელ-ყავისფრამდე. ახასიათებს შავი ფერის ლაქები დრუნჩის შუა საწილსა და ფეხებზე. ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს რქები, რომელიც ერთი საფუძვლიდან იზრდება და განსხვავებული ფორმისაა ქვესახეობათა შორის. ისინი 70 სმ-მდე სიგრძისაა. ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ აფრიკაში, მაგრამ დღეისათვის არეალი მნიშვნელოვნად შემცირებულია. აქტიურია დღისით. ცხოვრობენ ჯოგებად. შეუძლია სწრაფად, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით სირბილი. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. ზოგ ადგილას ნადირობის ობიექტია.
სწრაფი ფაქტები ძროხისებრი ანტილოპა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...