99942 აპოფისი
მცირე ცთომილები / From Wikipedia, the free encyclopedia
99942 აპოფისი (Apophis, ადრე 2004 MN4) — ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება, აღმოჩენილია 2004 წელს არიზონის კიტ-პიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. სახელი ეწოდა 2005 წლის 19 ივლისს ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთის აპოპის საპატივცემულოდ (ძვ. ბერძნ. Ἄποφις [Ápophis] — „აპოფისი“). ვარაუდობენ, რომ 2029 წელს დედამიწასთან მოახლოებისას აპოფისი შეიცვლის თავის ორბიტას.