From Wikipedia, the free encyclopedia
2NE1 (კორ. 투애니원 [tuaeniwon] — „t'uaeniwŏn“; გამოთქმა. „To Anyone“ /tuː 'ænɪwʌn/ ან „Twenty-one“ /'twɛntɪ wʌn/[1][2]) — სამხრეთ კორეული ჰიფ-ჰოფ / პოპ-ჯგუფი, შექმნილი სააგენტო YG Entertainment-ის მიერ 2009 წელს. ჯგუფის სახელწოდება — აკრონიმი „New Evolution of the 21st Century“-დან[3]. რაც ნიშნავს — „XXI საუკუნის ახალი ევოლუცია“.
2NE1 შემადგენლობაში სამი გოგოა: პარკ ბომ ი (კორ. 박봄이) — მთავარი ვოკალი, პარკ სანდარა (კორ. 박산다라) — ვოკალი, CL (კორ. 씨엘) — ვოკალი, რეპ, ლიდერი. 2016 წლის 5 აპრილს YG Entertainment-მა ოფიციალური წყაროებიდან განაცხადა, რომ გონგ მინჯი (კორ. 공민지) ტოვებს ჯგუფს — ვოკალი, რეპი, მთავარი მოცეკვავე. მისი კონტრაქტი იწურებოდა და გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამის გამო მისმა კომპანიამ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც ოფიციალურად უარყო ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ და დაადასტურა ჯგუფის წევრის გონგ მინჯის წასვლა.
2NE1 | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
საიტი | 2ne1.jp |
2NE1 ვიკისაწყობში |
2NE1-ის ოფიციალურ ფანდომს სახელი „ბლეჯექ“ ჰქვია (ინგლ. „BlackJack“).
ჯგუფი პირველად პრესაში 2008 წელს ჩნდება. კომპანიის წარმომადგენელი იანგ ჰო სოკი იმავე წლის 30 აპრილს ჟურნალისტებთან თქვა: „დაახლოებით ივლისის დასაწყისში YG Entertainment მზადაა სამ წევრიანი გოგოების ჯგუფის ოფიციალური დებიუტისთვის“, „ახალი ჯგუფი სამი წევრისგან იქნება შემდგარი: პარკ ბომ, გონგ მინჯი (კორეელი მოცეკვავის გონგ ოკ ჯის შვილიშვილი) და CL“[4]. მათვის შექმნეს სახე, რომელიც განსხვავდებოდა უკვე არსებული გოგოების ჯგუფების სახისგან, რადგან ეს იყო გოგოების ვერსია Big Bang. მოგვიანებით YG Entertainment განაცხადა, რომ ჯგუფი შემდგარი იქნება ოთხი წევრისგან (პარკ სანდარას დამატებით) და დებიუტი სადღაც 2009 წლის მაისის შუა რიცხვებში იქნება. ჯგუფი დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე სწავლობდა და მათი სიმღერების პროდიუსერი ჯგუფი 1TYM-ის ლიდერი — ტედი პარკია. ჯგუფის სახელწოდება თავდაპირველად როგორც „21“ იყო გამოცხადებული, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი სახელწოდების არტისტი უკვე არსებობდა ჯგუფს უცებ გადაარქვეს „2NE1“.[5]
2009 წლის 27 მარტს გამოშვებული იყო სიმღერა „Lollipop“, Big Bang-თან თანამშრომლობით. სიმღერა დაწერილი იყო რეკლამისთვის LG Cyon ტელეფონებისთვის. რეკლამა და კლიპი იმავე წლის 28 მარტს იყო გამოქვეყნებული[6]. „Lollipop“ Mnet ონლაინ ჩარტის დასაწყისი დიაკავა ოთხი კვირის განმავლობაში[7].
YG-ის გენერალურმა დირექტორმა იანგ ჰო სოკმა განცხადა, რომ სადებიუტო სიმღერა რეგი / ჰიფ-ჰოფ სტილში იქნება 2009 წლის 9 მაისს. მათი სადებიუტო სინგლი „Fire“ დაწერა ტედი პარკმა. იმავე წლის 1 მაისს მხოლოდ ერთი 20 წამიანი ვიდეო-კლიპი იყო გამოქვეყნებული ოფიციალურ საიტზე. კლიპს გააჩნია ორი ვერსია „Space“ და „Street“, პირველად გამოქვეყნებული 6 მაისს. ვიდეოს ნახვები - ერთ დღეში მილიონზე მეტი იყო. 2009 წლის 17 მაისს ჯგუფს დებიუტი სინგლით „Fire“ ჰქონდათ შოუზე „Inkigayo“ SBS-ზე (სამხრეთ კორეის ცენტრალური არხი)[8].
Cyworld Digital Music Awards-ზე „Lollipop“ და „Fire“ მოიგეს ჯილდო „თვის სიმღერა“, ჯგუფმა მოიგო ნომინაციაში „წლის ახალბედა“.
2010 წლის 9 თებერვალს, წინა გაფრთხილების გარეშე გამოვიდა სინგლი „Try to Follow Me“ (კორ. 날 따라해 봐요, „Nal ddara haebwayo“) და გამოიყენებოდა როგორც მუსიკალური თემა Samsung Corby Folder-სთვის. იმავე წლის ზაფხულში 2NE1 გაემგზავრა ლოს-ანჯელესში და ლონდონში, იმისათვის რომ ჩაეწერათ ინგლისური სიმღერები შესაძლო ამერიკული დებიუტისთვის Will.I.Am-თან (წევრი The Black Eyed Peas). ჩაწერეს 10 სიმღერა. YG Entertainment-ის გენერალური დირექტორმა იან ჰიოკ სოკმა თქვა, რომ გოგოები დებიუტს გეგმავდნენ 2011 წელს ან 2012 წლის დასაწყისში, The Black Eyed Peas-ის მსოფლიო ტურნეს შემდეგ და საკუთარი 2NE1-ის შემდეგ კორეასა და იაპონიაში[9].
პირველი სტუდიური ალბომი, To Anyone, გამოშვებული იყო 2010 წლის 9 სექტემბერს და მოიპოვა იდიდ წარმატება[10]. ალბომს გააჩნია 12 სიმღერა, რომელშიც სამი მთავარი სიმღერა შედიოდა, კონკრეტულად „Clap Your Hands“ (კორ. 박수 쳐), „Go Away“ და „Can’t Nobody“, რომლებიც ერთდროულად იყვნენ წარმოდგენილნი. 2NE1-მა დაიკავა პირველი ადგილი Countdown Mnet M!-ზე სიმღერით „Clap Your Hands“, შემდეგ „Go Away“-მა შემდეგ დღეს მოიგო K-Chart на KBS Music Bank და Mutizen მათი დაბრუნებიდან ერთ კვირაში „Inkigayo“ SBS სიმღერით „Can’t Nobody“. საბოლოოდ ჯგუფმა დაიკავა პირველი ადგილი თერთმეტჯერ სხვადასხვა შოუებზე[11].
21 ოქტომბერს იანგ ჰო სოკმა განაცხადა, чтоრომ 2NE1 31 ოქტომბერს გამოუშვებს სიმღერას, მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ ეს იქნება „It Hurts (Slow)“ (კორ. „아파“). კლიპი გამოშვებული იყო 1 ნოემბერს თემაზე ჰელოუინი[12].
28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ 2NE1-ის ოფიციალური ლეიბლი იაპონიაში იქნება Avex, და რომ To Anyone იაპონიაში გამოშვებული იქნება 2010 წლის 8 დეკემბერს. ამის გარდა რელიზი გადადებული იქნა განუსაზღვრელი ვადით[13]. ასევე, To Anyone გამოშვებული იყო ტაილანდში 2010-ის 28 ოქტომბერს[14]. 26 ნოემბერს 2NE1-მა გამოუშვა სინგლი „Don’t Stop The Music“, როგორც „სპეციალური საჩუქარი ჩინელი ფანებისთვის“[15].
2011 წლის 19 იანვარს სინგლის „Can’t Nobody“ ინგლისური ვერსია გამოშვეული იყო იაპონურ ციფრულ მაღაზიაში Recochoku რინგბექტონისა და რინგტონის სახით. 2 თებერვალს კლიპი „Can’t Nobody“ (ინგლისური ვერსია) ხელმისაწვდომი გახდა გადმოწერისთვის საიტზე iTunes Japan. 22 თებერვალს, Avex განაცხადა, რომ 2NE1 გამოუშვებს თავის იაპონურ სადებიუტო სინგლს „Go Away“, რომელიც უწინ გამოიყენებოდა, როგორც კორეული პრომოსინგლი და როგორც რინგტონი 2011 წლის 9 მარტს.
2011 წლის დასასრულს ჯგუფმა მიიღო ჯილდო „საუკეთესო ახლები“, ყოველწლიურ ნომინაციაში Japan Record Awards.
28 მარტს გამოდის პირველი იაპონური ალბომი სახელწოდებით Collection. ძირითადად მაში შევიდა კორეული სიმღერების იაპონური ვერსიები, ასევე ახალი იაპონური სინგლი „Scream“ და მომღერალი მადონას სიმღერის ქავერ-ვერსია, გამოშვებული 1984 წელს — „Like A Virgin“.
5 ივლისს 2NE1-მა გამოუშვა ახალი კორეული სინგლი „I Love You“, ხოლო 26 სექტემბერს ამ სიმღერის იაპონური ვერსია წარადგინეს, რომელიც ჯგუფის მესამე ოფიციალური სინგლი გახდა.
28 ივლისს ჯგუფის პირველი მსოფლიო ტურნე დაიწყო New Evolution. პირველი კონცერტი ჩატარდა სეულში (სამხრეთი კორეა), ასევე ნათქვამი იყო, რომ კონცერტები ჩატარდებოდა ნიუ-ჯერსიში და კალიფორნიაში (აშშ) უკვე შემდეგ თვეში. მსოფლიო ტურნესთვის კოსტიუმები შექმნა ცნობილმა ამერიკელმა ჯერემი სკოტმა.
2016 წლის 5 აპრილს YG Entertaimant-მა ოფიციალური წყაროებიდან განაცხადა, რომ მინჯიმ დატოვა ჯგუფი. მისი კონტრაქტი მთავრდებოდა და განახლებას არ აპირებდა, ამის გამო მისმა კომპანიამ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც ოფიციალურად უარყო ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ და დაადასტურა ჯგუფის წევრის გონგ მინჯის წასვლა. კონტრაქტი გაგრძელდებასხვა სამ წევრთან და იანგ ჰიონ სოკის აზრით არანაირი მიზეზი არ აქვს დაშალოს ჯგუფი. ამ წუთისთვის კო მინჯის წასვლა დადასტურებულია კომპანიით YG ent, რომლებმაც თქვეს, ჯგუფი აგრძელებს მოღვაწეობას სამი წევრის შემადგენლობით. 25 ნოემბერს 2016 YG ent. განაცხადა რომ არც პარკ ბომის კონტრაქტს ჰქონდა ხელი მოწერილი.
2016 წლის 25 ნოემბერს 2NE1 საბოლოოდ დაიშალა[16].
ყოფილი წევრები
სახელწოდება | ონფორმაცია | ჩარტები | გაყიდვები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
KOR [21] |
JPN [22] |
TWN [23] |
აშშ მსოფლიო [24] |
US [25] | |||
კორეა | |||||||
To Anyone |
|
1 | 27 | 16 | 7 | — | |
Crush |
|
2 | 36 | 9 | 2 | 61 | |
იაპონია | |||||||
Collection |
|
— | 5 | — | — | — |
|
Crush (იაპონური გამოშვება) | — | 4[32] | — | — | — |
| |
„—“ ნიშნავს, რომ რელიზი არ შევიდა ჩარტში. *ინფორმაცია იაპონიის ბაზების გაყიდვების შესახებ აღებულია Oricon-დან. |
სახელწოდება | ინფორმაცია | ჩარტები | გაყიდვები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კორ [21] |
იაპ [22][33] |
ტაივ [23] |
აშშ Heat [34] |
აშშ მსოფლიო [34] | |||
კორეა | |||||||
2NE1 |
|
1 | 24 | 10 | — | — | |
2NE1 |
|
1 | 26 | 12 | 34 | 4 | |
იაპონია | |||||||
Nolza |
|
— | 1 | — | — | — |
|
„—“ ნიშნავს, რომ რელიზი არ შევიდა ჩარტში. |
სახელწოდება | ოფიციალური ვიდეო YouTube-ზე |
შენიშვნა |
---|---|---|
„Lollipop“ (feat. Big Bang) | ყურება | „Lollipop“ (კორეული სინგლი) |
„Fire“ (Street Ver.) | ყურება | „Fire“ (კორეული სინგლი) |
„Fire“ (Space Ver.) | ყურება | |
„I Don’t Care“ | ყურება | „I Don’t Care“ (კორეული სინგლი) |
„KISS“ (DARA) | ყურება | DARA „KISS“ (კორეული სინგლი) |
„YOU & I“ (BOM) | ყურება | BOM „YOU & I“ (კორეული სინგლი) |
„FOLLOW ME“ | ყურება | „Try to Follow Me“ (კორეული სინგლი) |
„It Hurts“ | ყურება | „To Anyone“ (კორეული ალბომი) |
„GO AWAY“ | ყურება | |
„CAN’T NOBODY“ | ყურება | |
„Don’t Stop The Music“ | ყურება | რეკლამის Yamaha Fiore თემა |
„CAN’T NOBODY“ (English Ver.) | ყურება | |
„DON’T CRY“ (PARK BOM) | ყურება | PARK BOM „DON’T CRY“ (კორეული სინგლი) |
„LONELY“ | ყურება | „LONELY“ (კორეული სინგლი) |
„I AM THE BEST“ | ყურება | „I AM THE BEST“ (კორეული სინგლი) |
„HATE YOU“ | ყურება | „HATE YOU“ (კორეული სინგლი) |
„UGLY“ | ყურება | |
„HATE YOU“ (იაპონური ვერსია) | ყურება | „HATE YOU“ (იაპონური სინგლი) |
„I AM THE BEST“ (იაპონური ვერსია) | ყურება | „I AM THE BEST“ (იაპონური სინგლი) |
„UGLY“ (იაპონური ვერსია) | ყურება | „UGLY“ (იაპონური სინგლი) |
„GO AWAY“ (იაპონური ვერსია) | პრევიუს ყურება | |
„I LOVE YOU“ | ყურება | |
„FALLING IN LOVE“ | ყურება | |
„DO YOU LOVE ME“ | ყურება | |
„Missing You“ | ყურება | |
„COME BACK HOME“ | ყურება | |
„HAPPY“ | ყურება | |
„CRUSH (იაპონური ვერსია)“ | ყურება | |
„COME BACK HOME (იაპონური ვერსია)“ | ||
„DO YOU LOVE ME (იაპონური ვერსია)“ | ||
„Missing You“ (იაპონური ვერსია)“ | ||
„GOTTA BE YOU (იაპონური ვერსია)“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.