From Wikipedia, the free encyclopedia
ფორტლინ როუდის 20 (ინგ. 20 Forthlin Road) წარმოადგენს ნაციონალური ფონდის საკუთრებას, რომელიც მდებარეობს ლივერპულში (ინგლისი), მერსისაიდის დასახლებაში. ესაა სახლი, რომელშიც რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა პოლ მაკ-კარტნი, სანამ ის ”The Beatles-ის” დიდების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. ეს სახლი ასევე ეკუთვნოდა მის ძმას მაიკსაც.
სახლი აშენებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელშიც მაკარტნების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად 1955 წელს. 1965 წელს პოლმა მამამის ჯეიმზს უყიდა სახლი უირალში. სახლი ნაციონალური ფონდის საკუთრებაშია 1995 წლიდან. ფონდი ამ სახლს მოიხსენიებს „ადგილად, სადაც დაიბადა The Beatles“, ვინაიდან ესაა ის სახლი, სადაც The Beatles ატარებდა რეპეტიციებს და წერდა ადრეულ სიმღერებს.
სახლი ასევე ჯგუფ ”The Scaffold”-ის დაბადების ადგილადაც იქცა, სადაც უკრავდა მაიკ მაკ-კარტნი.
ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა (Magical Mystery Tour) ჩერდება ამ სახლთან, რათა ტურისტებმა გარედან შეავლონ მას თვალი. შენობის შიგნით ვიზიტის უფლებას იძლევა ნაციონალური ფონდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.