From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოულენდი (ინგლ. Howland Island) — კუნძული წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).
მშობ. სახელი: ინგლ. Howland Island | |
---|---|
კუნძული ჰოულენდი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 00°48′24″ ჩ. გ. 176°36′59″ დ. გ. |
ფართობი | 1,62 კმ² |
სიგრძე | 2,5 კმ |
სიგანე | 0,8 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 6,4 კმ |
უმაღლესი წერტილი | 3 მ |
ქვეყანა | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
კუნძული აღმოაჩინეს XIX საუკუნის დასაწყისში. 1857 წლიდან ოფიციალურად ეკუთვნის აშშ-ს. კუნძულის საერთო ფართობია — 1,62 კმ².
კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა და გარშემორტყმულია მარჯნის რიფით. მისი სიგრძეა 2,5 კმ, ხოლო სიგანე არაუმეტესი 0,8 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 6,4 კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაქსიმალური სიმაღლე — 3 მეტრი. კუნძულზე დგას შუქურა ერჰარტი.
ზოგჯერ 70 კმ-ით სამხრეთით მდებარე კუნძულ ბეიკერთან ერთად შეჰყავთ ფენიქსის კუნძულების შემადგენლობაში.
კუნძული მთლიანად დაფარულია ბალახით და დაბალი სიმაღლის ბუჩქებით. კუნძულის ცენტრში იზრდებიან დაბალი სიმაღლის ხეები.
კუნძული ჰოულენდი აღმოაჩინეს 1842 წელს ამერიკულმა ვეშაპის დამჭერებმა და მას სახელი ერთ-ერთი მათგანის პატივსაცემად დაარქვეს. შეიყვანეს ჰავაის კუნძულების შემადგენლობაში, მაგრამ 1936 წელს გადავიდა აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციაში. ჰოულენდი — ეგრეთ წოდებული აშშ-ის არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიაა (იურიდიულად არ ითვლება აშშ-ის ტერიტორიის ნაწილად). დღეისათვის აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო აკვირდება კუნძულს გარეული ბუნების გადარჩენის ეროვნული პროგრამის ფორმატში.
ამ კუნძულს უკავშირდება ლეგენდარული ამერიკელი მფრინავი ქალის ამელია ერჰარტის გაქრობა. პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის განკარგულებით ჰოულენდზე სპეციალურად ერჰარტის გადაფრენისთვის აშენდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.
კუნძულზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. ყოველწლიურად აქ მოდიან აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები. კუნძულზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით და ძირითადად მეცნიერებისათვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.