![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Horsens_-_g%25C3%25A5gaden.jpg/640px-Horsens_-_g%25C3%25A5gaden.jpg&w=640&q=50)
ჰორსენსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორსენსი (დან. Horsens) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰორსენსის მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2012 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 54 450 ადამიანს შეადგენს, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 83 598-ს. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.[1]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰორსენსი დან. Horsens | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | ცენტრალური იუტლანდიაცენტრალური იუტლანდია | ||
კოორდინატები | 55°52′00″ ჩ. გ. 9°50′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Peter Sørensen | ||
დაარსდა | XII საუკუნე | ||
ფართობი | 189±1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 54 450 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 7 | ||
საფოსტო ინდექსი | 8700 | ||
ოფიციალური საიტი | horsens.dk | ||
დახურვა
ქალაქი გაშენებულია ჰორსენს-ფიორდის ნაპირზე. გარს ერტყმის ტიპური მორენული ლანდშაფტი პატარა ბორცვებითა და მყინვარული ხეობებით, რომლებიც უკანასკნელი გამყინვარების ხანაში ჩამოყალიბდა. ჰორსენსი ქალაქ ორჰუსიდან 50 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ვაილედან 30 კმ-ით ჩრდილოეთით, კოპენჰაგენამდე მანძილი კი დაახლოებით 200 კმ-ია.