From Wikipedia, the free encyclopedia
ჰომეოპათია (ბერძ. ὅμοιος — „მსგავსი“ და ბერძ. πάθος — „ტანჯვა“) — ცრუმეცნიერული (ფსევდომეცნიერული)[1][2][3][4] ალტერნატიული მედიცინის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი.
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
„ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“ („მსგავსების პრინციპი“ ნიშნავს მკურნალობა „მსგავსისა მსგავსით“: იმ პათოგენეზს, რომელსაც პრეპარატი იწვევს დიდ დოზაში, მკურნალობს უმცირესი დოზით). ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.
იგი მართავს და აწესრიგებს ორგანიზმის ადაპტაციურ მექანიზმებს და ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულებაა, მკურნალობის ახალი, სრულიად განსხვავებული სისტემაა მედიცინაში. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს, აღწერს ზოგად პათოლოგიურ კანონებს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება ამა თუ იმ ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.