From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოკს-ბეის რეგიონი (ინგლ. Hawke's Bay, მაორ. Heretaunga) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. საქვეყნოდ აღიარებულია მსოფლიოში მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინოებით. რეგიონული საბჭო განთავსებულია ქალაქ ნეიპირსა და ჰეისტინგსში. სახელი მომდინარეობს ჰოკის უბისგან, რომელსაც ეს სახელი კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა უწოდა ადმირალ ჰოკის პატივსაცემად.
რეგიონი | |
---|---|
ჰოკს-ბეის რეგიონი ინგლ. Hawke's Bay | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ნეიპირი |
კოორდინატები | 39°25′00″ ს. გ. 176°49′00″ ა. გ. |
ფართობი | 14 111 კმ² |
მოსახლეობა | 151 179 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | hbrc.govt.nz |
რეგიონი მოიცავს გორაკ-ბორცვიან სანაპირო ტერიტორიას, ჰოკის უბის ირგვლივ.
2003 წელს, რეგიონის მშპ 4,3 მლრდ აშშ დოლარი იყო, ახალი ზელანდიის მშპ-ის 3 %.[1]
XIX საუკუნის შუა წლებში, მისიონერებმა ვაზის პირველი ნერგები დარგეს. დღეისათვის კი ჰოკს-ბეის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წითელი ღვინოების წარმოებაში.[2] 2010 წლის მონაცემებით, რეგიონში ფუნქციონირებდა 74 ღვინის ქარხანა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.