From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოვრაჰი (ინგლ. Howrah, ბენგ. হাওড়া, ჰინ. हावड़ा) — სამრეწველო ქალაქი ინდოეთში, დასავლეთი ბენგალის შტატში. ჰოვრაჰის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჰუგლის ნაპირზე, რომელიც განგის ერთ-ერთი განშტოებაა.
ქალაქი | |
---|---|
ჰოვრაჰი ინგლ. Howrah ბენგ. হাওড়া, ჰინ. हावड़ा | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | დასავლეთი ბენგალი |
კოორდინატები | 22°34′25″ ჩ. გ. 88°19′30″ ა. გ. |
ქალაქის მერი | შრი გოპალ მუჰერჯი |
დაარსდა | 1578 |
ფართობი | 51,74 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 12 მ |
მოსახლეობა | 1 072 161 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 19 496 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91(33) |
საფოსტო ინდექსი | 711 (XXX) |
საავტომობილო კოდი | WB-11, WB-12, WB-13 და WB-14 |
ოფიციალური საიტი | https://www.myhmc.in |
ჰოვრაჰი არის კალკუტასთან დაძმობილებული, რომელიც მდებარეობს მდინარის მეორე სანაპიროზე, ქალაქები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი ხიდით და ბორანით.
ქალაქს უკავია მეორე ადგილი მოსახლეობის რიცხოვნობით დასავლეთი ბენგალის ტერიტორიაზე.
ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ბენგალური სიტყვისაგან „ჰოვრ“, რომელიც ითარგმნება, როგორც „დაჭაობებული, მოსწაყენი ადგილი“.
ჰოვრაჰის ისტორია სათავეს იღებს XVI საუკუნეში. ვენეციელი მკვლევარი ცეზარ დე ფედერიჩი, რომელიც სტუმრობდა ინდოეთს 1565-1579 წლებში, თავის ჩანაწერებში მოიხსენიებს ადგილ ბატორს. მისი აღწერით ეს იყო ადგილი სადამდეც გემებს შეეძლოთ მისვლა და სადაც განლაგებული იყო დოკები ტვირთვის ჩატვირთვისა და გადატვირთვისთვის. ეს ადგილი იდენტიფიცირებულია ჰოვრაჰის თანამედროვე მდებარეობასთან.
1714 წლის 4 მაისს მოიხსენიება როგორც სოფელი. პლესის ბრძოლის შემდეგ (1757 წლის 23 ივნისი) ხელმოწერილია ხელშეკრულებით ჰოვრაჰის რაიონი გადავიდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის დაქვემდებარებაში. 1787 წელს შეიქმნა ჰუგლის რაიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თანამედროვე ქალაქ ჰოვრაჰის მთელი ტერიტორია.
1854 წელს ჰოვრაჰის რკინიგზის სადგურის შექმნით დაიწყო ქალაქის სამრეწველო დაწინაურება. 1855 წელს დაარსდა პირველი ჯუთის ფაბრიკა.
ინდოეთის 2001 წლის საყოველთაო აღწერების მონაცემებით ჰოვრაჰში ცხოვრობს 1 008 704 ადამიანი. აქედან მამაკაცები შეადგენენ 54 %, ხოლო ქალები 46 %-ს. წიგნიერების დონე ქალაქში 77 %-ია, რაც მაღალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც შეადგენს 59,5 %-ს. კაცებს შორის წიგნიერების დონე არის 81 %, ხოლო ქალებს შორის 73 %. ქალაქის მოსახლეობის 9 % ექვს წლამდე ასაკის ბავშვია.
ინდოეთის მოსახლეობის 1896 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 84 069 ადამიანი, 1901 წელს კი უკვე 157 594. ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეული იყო მრეწველობის განვითარებით და ვაკანტური სამუშაო ადგილების ქონით. ამ პერიოდში მამაკაცი მოსახლეების რაოდენობა 100 %-ით გაიზარდა,მაშინ როცა ქალების რაოდენობა გაიზარდა 60 %-ით.
შიბპურის რაიონი ჰოვრაჰში უკვე ასოცირდება უზარმაზარ ხეებთან სოფელ დიდ ბანიანში. 1786 წელს ბრიტანელებმა დააარსეს ინდოეთის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდებარებდა დიდ ბანიანსა და მდინარე ჰუგლის შორის.
შიბპურში მდებარე, ბენგალის ინჟინერიის კოლეჯი ინდოეთის მეორე უძველესი საინჟინრო კოლეჯია.
რამრაჯატალში მდებარეობს რამას ცნობილი ტაძარი, სადაც დიდი ღვთისმსახურება ტარდება შრავანის თვის ბოლო კვირა დღეს.
რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მდებარეობს დიდი ტბა სანტრაგაჩხი, რომელიც იზიდავს მრავალ გადამფრენ ფრინველს ზამთრის პერიოდში. დასავლეთ ბენგალის სახელმწიფო სატყეო დეპარტამენტი აპირებს ტბაზე დაცული ტერიტორიის დაარსებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.