![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Schloss_Sigmaringen.jpg/640px-Schloss_Sigmaringen.jpg&w=640&q=50)
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი — ჰოენცოლერნთა დინასტიის შვაბიური და კათოლიკე შტო. იგი ერთ-ერთი უძველესი გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომელიც პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება გრაფების ტიტულით. დინასტია სავარაუდოდ ბურხარდინგების საჰერცოგო საგვარულოდან წარმომავალი ცოლერნების ერთ-ერთი შტოა. XIII საუკუნის დასაწყისში ჰოენცოლერნები ორ შტო გაიყვნენ: შვაბიური შტო და ფრანკონიული შტო. ფრანკი ჰოენცოლერნები შემდგომში ბრანდენბურგის კურფიურსტები და პრუსიის მეფეები გახდნენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Schloss_Sigmaringen.jpg/640px-Schloss_Sigmaringen.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/11/Sigmaringen_schloss.jpg/640px-Sigmaringen_schloss.jpg)
1576 წელს შვაბი ჰოენცოლერნები ორ შტოდ გაიყვნენ: ჰოენცოლერნ-ჰეხინგენი და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი. ჰეხინგენის შტო 1869 წელს ამოწყდა, ზიგმარინგენის კი დღემდე განაგრძობს არსებობას. დინასტიის საგვარეულო სასახლე ქალაქ ზიგმარინგენში მდებარეობს. დღევანდელ ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის სათავადო 1849 პრუსიის სამეფომ შეიერთა, თუმცა დინასტია განაგრძობდა მნიშვნელოვანი როლის თამაშა გერმანიის და საერთოდ ევროპის ისტორიაში. ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის საგვარულო 1866-1947 წლებში მეფობდა რუმინეთში.