ჰინდი-ურდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰინდი-ურდუ (हिंदी उर्दू, هندی اردو), ჰინდუსტანი[2] (हिन्दुस्तानी, ہندوستانی) — ინდო-არიული ენა, გამოიყენება როგორც შერეული ენა ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში.[3][4] ის წარმოიშვა დელიში, როგორც ქარი-ბოლის დიალექტი და მის ლექსიკონში მრავლადაა: სპარსულის, არაბულის, სანსკრიტის და ჩაგატაის სიტყვები.[5][6] ის არის პლურიცენტრული ენა, ორი ოფიციალური ფორმით: ჰინდი და ურდუ,[7] სასაუბრო ჰინდი და ურდუ ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, მათ განსხვავებული ანბანი და ლიტერატურული ტრადიციები აქვთ. ურდუ განიცდის სპარსულის, არაბულის და ცენტრალური აზიის ძლიერ გავლენას, ხოლო ჰინდი უფრო სანსკრიტის გავლენაშია მოქცეული.[8][9] ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფამდე ტერმინები: ჰინდუსტანი, ურდუ და ჰინდი სინონიმები იყო. ტერმინი ჰინდუსტანი ასევე გამოიყენება ჰინდის გარკვეული დიალექტების აღსანიშნავად, რომლებიც გამოიყენება ინდოეთის სუბკონტინენტის გარეთ, მათ შორის: ფიჯური ჰინდი და კარიბული ჰინდი სურინამსა და ტრინიდადში.
ჰინდი-ურდუ हिन्दुस्तानी • ہندوستانی | |
გავრცელებულია | ინდოეთი და პაკისტანი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური: 365 მილიონი. მეორადი ენა: 165 მილიონი. (2006 წლის მონაცემებით)[1] |
ოფიციალური სტატუსი | ინდოეთი (როგორც: ჰინდი და ურდუ) პაკისტანი (როგორც: ურდუ) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | დევანაგარი სპარსული ანბანი |
ენის კოდები | ISO 639-1 hi,ur ISO 639-2 hin,urd |