ჰენრი მორგენთაუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი მორგენთაუ უმცროსი (ინგლ. Henry Morgenthau Jr.; 11 მაისი, 1891 — 6 თებერვალი, 1967) — შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ფრანკლინ რუზველტის ადმინისტრაციის უმეტესი პერიოდის განმავლობაში. მან უდიდესი როლი ითამაშა ახალი გარიგების შედგენასა და დაფინანსებაში. 1937 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაზინის მმართველი იყო, მთავარი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების მონაწილეობის დაფინანსებაში,[1] ძალიან დიდი იყო მისი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.[2]
ჰენრი მორგენთაუ | |
აშშ-ის ხაზინის მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1934 – 22 ივლისი, 1945 | |
დაბადებული | 11 მაისი, 1891 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვლილი | 6 თებერვალი, 1967 (ასაკი 75) პოუკიპზი, ნიუ-იორკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ელინორ ფატმანი |
შვილები | ჰენრი მორგენთაუ III, რობერტ მორგენთაუ და ჯოან მორგენთაუ |
განათლება | კორნელის უნივერსიტეტი (BS) |
ჰენრი მორგენთაუ რობერტ მ. მორგენთაუსა და ჰენრი მორგენტაუ III-ს მამა იყო. რობერტი იყო მანჰეტენის საოლქო რწმუნებული 35 წლის განმავლობაში, ხოლო ჰენრი მორგენთაუ III ამერიკელი ავტორი და ტელევიზიის პროდიუსერი. ჰენრი მორგენთაუმ განაგრძო ხაზინის მდივნობა ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. 1945 წლის 27 ივნისიდან 1945 წლის 3 ივლისამდე, სახელმწიფო მდივნის ედუარდ სტეთინიუსის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. მორგენთაუ იყო პირველი და ერთადერთი ებრაელი, რომელმაც პირველმა მიიღო საპრეზიდენტო ხაზი მემკვიდრეობით.[3][4][5]