From Wikipedia, the free encyclopedia
ჰელსინგბორგი (შვედ. Helsingborg) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, მდებარეობს სკონეს ლენში. ფართობი 39,7 კმ², მოსახლეობა 126,754 კაცი (2009). ნავსადგური ერესუნის სრუტეში. სარკინიგზო და საავტომობილო ბორნით უკავშირდება დანიას (ჰელსინგერი).
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰელსინგბორგი შვედ. Helsingborg | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 56°03′00″ ჩ. გ. 12°43′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1085 | ||
ფართობი | 38,41 კმ² | ||
მოსახლეობა | 97 122 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 2 529 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 042 | ||
საფოსტო ინდექსი | 25X XX | ||
ოფიციალური საიტი | helsingborg.se | ||
მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია გემთმშენებლობაში, რეზინ-ქიმიურ, საფეიქრო, კერამიკულ და კვების მრეწველობაში, განვითარებულია ფერადი მეტალურგია.
ჰელსინგბორგი ორესუნის სრუტეში მდებარე პორტია და დანიის საპორტო ქალაქ ჰელსინგერის პირდაპირ მდებარეობს. ჰელსინგბორგი დანიის სანაპიროებიდანაც ჩანს. ჰელსინგერს ორესუნის ხიდით უკავშირდება. ქალაქზე გადის ევროპული ავტოტრასა E4.
ჰელსინგბორგი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.
ჰელსინგბორგში ჰავა ზომიერია. წელიწადში საშუალოდ 500-600 მმ ნალექი მოდის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,1 °C, ივლისისა - 16.8 °C.
XIX საუკუნემდე ჰელსინგბორგი პატარა დაბა იყო 1000 კაციანი მოსახლეობით. მაგრამ XIX მეორე ნახევარში ინდუსტრიალიზაციის წყალობით მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. უკვე 1900 წლისთვის აქ 25 000 კაცი ცხოვრობდა. თუმცა მომდევნო ათწლეულებში ასეთი სწრაფი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. დღეს ჰელსინგბორგი შვედეთის მერვე ქალაქია მოსახლეობის ნელი მატებით.
ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური შვედია. უცხოელები (ანუ ისინი, ვინც შვედეთის ფარგლებს გარეთ დაიბადა, ან ვისი მშობლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან დაბადებულნი) საერთო რაოდენობის 23,2% შეადგენენ. უცხოელთა შორის ბევრია დანიელი, სერბი, არაბი და ბოსნიელი ემიგრანტი. ქალაქში აგრეთვე ცხოვრობენ პოლონელები, ირანელები, ვიეტნამელები და სხვ. ჰელსინგბორგში სულ 160 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.
ჰელსინგბორგის ისტორიული ნაწილი უამრავი ძველი სახლისგან შედგება სრუტის ნაპირებზე. განსაკუთრებულ ინტერესს რატუშა, ჩერნანის კოშკი (შვედ. Kärnan), წმინდა მარიამის სახელობის აგურიანი გოთიკის სტილის ეკლესია, ფრედრიქსდალის ღია მუზეუმი და ჰენრი დუნკერის კულტურილი ცენტრი იწვევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.