From Wikipedia, the free encyclopedia
ჰეილი როდე ბიბერი (ბოლდუინი) [2] (დ. 12 ნოემბერი, 1996, ტუსონი (არიზონა), ამერიკა) — ამერიკელი მოდელი, საზოგადოების გავლენიანი პიროვნება და მედია პერსონა. ბოლდუინი ვარჯიშობდა, როგორც ბალეტის მოცეკვავე, მაგრამ ტრავმის გამო მალევე დაასრულა კარიერა. ის მონაწილეობდა Guess-ის, Ralph Lauren-ისა და Tommy Hilfiger-ის მთავარ რეკლამებში [3]. ჰეილი ბოლდუინი, სტივენ ბოლდუინის ქალიშვილი და ალეკ ბოლდუინის ძმისშვილია. იგი დაქორწინებულია კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერზე და ცხოვრობს ვატერლოოში, ონტარიო, კანადა [4][5].
ჰეილი ბოლდუინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ჰეილი როუდ ბოლდუინი |
დაბადების თარიღი |
22 ნოემბერი, 1996 ტუსონი (არიზონა), ამერიკა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2014-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯასტინ ბიბერი (2018-) |
სამოდელო ინფორმაცია | |
სიმაღლე | 1.71 [1] |
თმის ფერი | ქერა |
თვალის ფერი | ღია ყავისფერი |
ბოლდუინი დაიბადა ტუსონში (არიზონა) [6], მსახიობ სტივენ ბოლდუინის და გრაფიკული დიზაინერიდ კენიელი დეოდატო ბოლდუინის ოჯახში. ჰეილი ბოლდუინის დედის ბაბუა არის ბრაზილიელი მუსიკოსი ეუმირ დეოდატო [7].
პირველი სამოდელო სააგენტო, რომელთანაც ბოლდუინი თანამშრომლობდა იყო „Ford Models“ [8][9]. თავდაპირველად ის გამოჩნდა ჟურნალებში, როგორებიცაა „Tatler“, „LOVE“, „V and i-D“ [10][11][12][13]. მისი პირველი კომერციული კამპანია იყო ტანსაცმლის ბრენდის „French Connection“-ისთვის 2014 წლის ზამთარში [14]. 2014 წლის ოქტომბერში ბოლდუინის დებიუტი შედგა ჟურნალ „Topshop“-ში [15] ფრანგი მოდის დიზაინერის, სონია რიკიელისთვის [16]. 2014 წლის დეკემბერში იგი მონაწილეობდა ჟურნალ „Love“-ს ფოტოსესიაში, სწორედ აღნიშნული პროექტის ეგიდით ასევე შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა დენიელ ჯექსონმა და განთავსდა ჟურნალის ოფიციალურ YouTube არხზე [17].
2015 წლის იანვარში ბოლდუინი გადაიღეს ამერიკული „Vogue“–ისთვის [18] და მარტში Teen Vogue–ისთვის [19]. 2015 წლის აპრილში მან გადაიღო ფოტპ ჟურნალის „Jalouse Magazine“ გარეკანისთვის, სადაც გამოსახულია მამაკაცი მოდელის, ლაკის ბლუ სმიტის გვერდით [20][21]. 2015 წლის ივლისში იგი მონაწილეობდა რალფ ლორენის სარეკლამო რგოლში ავსტრალიელი მომღერლის კოდი სიმფსონის გვერდით. ოქტომბერში კი დაბრუნდა, როგორც ტომი ჰილფიგერისა და ფილიპ პლეინის კომპანიის სახე [22][23][24].
2016 წელს ბოლდუინი თანამშრომლობდა ტანსაცმლის ბრენდთან „The Daily Edited“-თან. მან ხელი შეუწყო ჩანთების კაფსულის კოლექციას [25]. იმავე წელს მან გამოაცხადა თანამშრომლობა გაერთიანებული სამეფოს ფეხსაცმლის ბრენდის „Public Desire“-თან ჰეშთეგის #PDxHB გამოყენებით [26][27] და გამოაცხადა, რომ იწყებს კოსმეტიკის წარმოებას ავსტრალიური ბრენდის ModelCo-სთან ერთად [28].
2018 წელს ბოლდუინმა მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ლიცენზია კომერციული მიზნებისთვის სახელწოდების „Hailey Bieber“ გამოსაყენებლად [29][30]. მისი მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის „Bieber Beauty“ გამოყენების შესახებ უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ ჯასტინ ბიბერი ფლობდა ამ სავაჭრო ნიშანს [31].
ბოლდუინის პირველი კარიერული მისწრაფება გახლდათ ბალეტი, თუმცა ის მალევე დასრულდა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო. ჰეილი ბოლდუინმა ტრავმის მიღებამდე კონცერტი გამართა მაიამის სიტის სცენაზე.
ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს ხვდებოდნენ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის იანვრამდე დაშორებამდე, თუმცა შემდეგ კი 2018 წლის მაისში შერიგდნენ. წყვილი 2018 წლის ივლისში დაინიშნა [32] და 2018 წლის ნოემბერში დადასტურდა, რომ ისინი დაქორწინდნენ [33].
ჰეილი ცხოვრობს ვატერლოოში, ონტარიო, კანადა [4][5]. 2019 წლის 30 სექტემბერს ჯასტინ ბიბერმა რიგით მეორე კონცერტი გამართა სამხრეთ კაროლინაში [34][35] .
ბოლდუინი აღიზარდა, როგორც ევანგელურ ქრისტიანად და დადის ჰილსონგის ეკლესიაში, სადაც დადის აგრეთვე ბიბერიც [36][37]. მან მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენს 2020 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს [38][39].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.