ჰარი სტაილზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰარი ედვარდ სტაილზი[4] (ინგლ. Harry Edward Styles, დ. 1 თებერვალი, 1994) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მუსიკალური კარიერა დაიწყო 2010 წელს, როგორც ბრიტანული მუსიკალური კონკურსის The X Factor-ის კონკურსანტი. თავდაპირველი მარცხის შემდეგ, ის ბოიბენდ One Direction-ის წევრი გახდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდია.
ჰარი სტაილზი | |
---|---|
ჰარი სტაილზი 2023 წელს. | |
დაბადების სახელი | ჰარი ედვარდ სტაილზი |
დაბადების თარიღი |
1 თებერვალი, 1994 (1994-02-01) (30 წლის) რედიჩი, ვურსტერშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2010–დღემდე |
სიმაღლე | 1,83 |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი |
|
ასოციაციები |
|
საიტი | hstyles.co.uk |
სტაილზმა 2017 წელს Columbia Records-თან გამოუშვა თავისი სახელწოდების სადებიუტო სოლო ალბომი. ალბომი იყო პირველ ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, მოხვდა მსოფლიოს წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ათეულში. ალბომის მთავარი სინგლი, "Sign of the Times" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტის სათავეში. სტაილზის სამსახიობო დებიუტი შედგა 2017 წელს, კრისტოფერ ნოლანის ფილმ დიუნკერკში. მისი მეორე ალბომი, Fine Line (2019), დებიუტი იყო აშშ-ს ბილბორდ 200-ის სათავეში, ცნობილია, როგორც პირველ კვირაში ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე ალბუმი ინგლისელი მამაკაცისაგან ისტორიაში, 2020 წელს დასახელდა როლინგ სტოუნის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში“. მეოთხე სინგლი, „Watermelon Sugar“, აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.
კარიერის განმავლობაში, სტაილზმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ორი Brit Awards, Grammy Award, Ivor Novello Award და American Music Award. გარდა მუსიკისა, ის ასევე ცნობილია გამორჩეული სტილით და პირველია, ვინც მარტო გამოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე.