ინგლისელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელი From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ჰამფრი დეივი (ინგლ. Humphry Davy; დ. 17 დეკემბერი 1778, პენზანსი — გ. 29 მაისი 1829, ჟენევა) — ბრიტანელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და გამომგონებელი.
ჰამფრი დეივი | |
---|---|
ინგლ. Humphrey Davy | |
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1778[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | პენზანსი[1] [12] [10] [11] |
გარდ. თარიღი | 29 მაისი, 1829[10] [2] [3] [4] [6] [8] [9] [1] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ჟენევა[1] [12] |
დასაფლავებულია | სამეფო სასაფლაო[13] |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ქიმიკოსი[1] [14] , გამომგონებელი, ფიზიკოსი[14] , გეოლოგი, ფოტოგრაფი, პოეტი და მწერალი[15] |
მუშაობის ადგილი | ლონდონის სამეფო საზოგადოება |
ალმა-მატერი | ტრუროს საკათედრო სკოლა |
განთქმული მოსწავლეები | მაიკლ ფარადეი |
სამეცნიერო ხარისხი | |
მეუღლე | ჯეინ დეივი[16] |
მამა | Robert Davy[5] |
დედა | Grace Millett[5] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[17] , სამეფო მედალი, რუმფორდის მედალი[18] , Prix du Galvanisme, ბეიკერის სახელობის ლექცია, ზოოლოგიური საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Royal Society Bakerian Medal |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დევი დაიბადა პენზანსში (კორნუოლი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) 1778 წლის 17 დეკემბერს. 1801 წელს სამეფო ინსტიტუტის ასისტენტი, 1802 წლიდან პროფესორი, 1820 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი.
დეივისთან სწავლობდა და მუშაობდა მაიკლ ფარადეი.
20 წლის ჰამფრი დეივიმ აფთიაქში მუშაობის დაწყებისთანავე გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც განსაზღვრა მისი შემდგომი მოღვაწეობის ბედი– მან დაამტიკიცა რომ აზოტის ქვეჟანგი (N2O-მალხენი აირი) ტკივილს აყუჩებს. ელექტროლიზის თავისებური ხერხის გამოგონებით დეივიმ შეძლო დაეშალა ნატრიუმისა და კალიუმის ჰიდროქსიდები და თავისუფალი სახით მიიღო ეს ორი ტუტე მეტალი. მოკლე ხანში მეცნიერმა თავისუფალი სახით გამოყო კალციუმი, მაგნიუმი, სტრონციუმი, ბარიუმი. ჰამფრი დეივი 6 ახალი ქიმიური ელემენტის პირველაღმომჩენად ითვლება. მან დეტალურად შეისწავლა ქლორწყალბადმჟავა და ქლორი. მანვე შეიმუშავა მჟავათა წყალბადური თეორია.
ელექტროდენთან მუშაობამ ჰამფრი დეივი მიიყვანა ელექტრული რკალის აღმოჩენისთან, რაც შემდგომ ზეძლიერი ნათურების – რეფლექტორების, შუქურებისა და მსგავსი მოწობილობების შესაქმნელად გამოიყენეს. დეივის ეკუთვნის სპეციალური სანათის კონსტრუქცია მეშახტეთათვის (გამოიგონა 1815 წელს), რომლის უსაფრთხო მოქმედება გამორიცხავდა აირების აფეთქებას და ხანძარს მაღაროებსა და ჭაურებში.
თვითონ ეს გამოჩენილი სწავლული თავის საუკეთესო აღმოჩენად მიიჩნევდა მაიკლ ფარადეის გამოყვანას მსოფლიო მეცნიერების სარბიელზე. გარდაიცვალა ჟენევაში (შვეიცარია).
საბავშვო ენციკლოპედია, გვ. 16; თბილისი, 2006.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.