![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Hamlet.jpg/640px-Hamlet.jpg&w=640&q=50)
ჰამლეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე“ (ძვ. ინგლ. The Tragicall Historie of Hamlet, Prince of Denmarke) — უილიამ შექსპირის ტრაგედია, დაწერილია დაახლოებით 1599-1601 წლებში. „ჰამლეტი“ 29 551 სიტყვას მოიცავს და შექსპირის ყველაზე ვრცელი პიესაა. Მასში მოქმედება დანიაში მიმდინარეობს, იგი მოგვითხრობს უფლისწულ ჰამლეტსა და მის მცდელობაზე, შური იძიოს ბიძამის კლავდიუსზე, რომელმაც ტახტის მოპოვების მიზნით მამა მოუკლა და დედამისი ცოლად შეირთო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Hamlet.jpg/640px-Hamlet.jpg)
Ჰამლეტი „ინგლისურ ენაზე შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე გავლიანიან ტრაგედიად“ და ამასთანავე, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პიესად ითვლება. [1][2]
„ჰამლეტის“ სავარაუდო წყაროდ არაერთი ნაშრომი იქნა დასახელებული, ბერძნული ტრაგედიებით დაწყებული, ელისაბედის პერიოდის დრამებით დამთავრებული. Შექსპირის პერიოდში, მრავალი ტექსტი არსებობდა მამის მკვლელობისთვის შურისმაძიებელ ვაჟებზე და ასევე ისეთ გონებამახვილ ვაჟებზე, რომლებიც მტრების დაბნების მიზნით თავებს იგიჟიანებდნენ. Სწორედ ამგვარ ამბავს ვხვდებით უფლისწული ამლეთის შესახებ საქსონიკუს გრამატიკუსის „დანიის ისტორიაში“, რომელიც პარიზში 1514 წელს დაიბეჭდა. 1576 წელს ფრანსუა ბელფორემ ამლეთის ამბის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც შექპირის „ჰამლეტის“ მსგავს არაერთ სიუჟეტურ ელემენტს ვხვდებით. Ბელფორეს ვერსია ინგლისურ ენაზე 1608 წელს გამოიცა, „ჰამლეტის“ დაწერის შემდეგ, თუმცა სავარაუდოა, რომ შექსპირი მის ფრანგულ ვერსიას იცნობდა.[3]
შემორჩენილია პიესის სამი ვერსია: „პირველი ქუარტო“ (1603), „მეორე ქუარტო“ (1604) და „პირველი ფოლიო“ (1623), მათ შორის არცერთი არაა სრული.[4]