From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაინრიხ ლომი (დ. 1129 — გ. 6 აგვისტო, 1195, ბრაუნშვაიგი) — საქსონიისა (1142-1180) და ბავარიის (1156-1180) ჰერცოგი ველფების საგვარეულოდან, ფრიდრიხ I ბარბაროსას ბიძაშვილი. ალბრეხტ დათვთან ერთად სათავეში ჩაუდგა წარუმატებელ ჯვაროსნულ ლაშქრობას სლავების წინააღმდეგ 1147. 1160 დაიპყრო ბოდრიჩების თითქმის მთელი მიწები და ელბის აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელი გახდა. გაანადგურა და აღმოსავლეთით დაახევინა სლავებს, მათ მიწებზე კი გერმანელი კოლონისტები დაასახლა. მწვავე კონფლიქტი მოუვიდა ფრიდრიხ I ბარბაროსასთან, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ ჰაინრიხ ლომმა უარი თქვა იტალიის ლაშქრობაში მონაწილეობაზე, 1180 სასამართლო მოუწყო და სამფლობელოების დიდი ნაწილი ჩამოართვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.