ჰაილბრონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაილბრონი (გერმ. Heilbronn) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ერტყმის ჰაილბრონის რაიონი და 122 879 მოსახლით წარმოადგენს მხარის მე-6 უდიდეს ქალაქს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰაილბრონი Heilbronn | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ბადენ-ვიურტემბერგიბადენ-ვიურტემბერგი | ||||
შიდა დაყოფა | Biberach, Böckingen, Frankenbach, Horkheim, Klingenberg, Neckargartach და Sontheim | ||||
კოორდინატები | 49°08′25″ ჩ. გ. 9°13′04″ ა. გ. | ||||
მერი | ჰარი მერგელი[1] | ||||
პირველი ხსენება | 741 | ||||
ფართობი | 99.89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 157 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 128 334 (31 დეკემბერი, 2022)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 7066 და 7131 | ||||
საფოსტო ინდექსი | 74072–74081[3] | ||||
საავტომობილო კოდი | HN | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.heilbronn.de/ | ||||
დახურვა
გაშენებულია მდინარე ნეკარზე, წარსულში იგი თავისუფალი იმპერიული ქალაქი იყო, ამჟამად კი დამოუკიდებელი ქალაქი და ჰაილბრონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ამავე დროს, ქალაქი ჰაილბრონ-ფრანკენის რეგიონის მთავარი ეკონომიკური ცენტრია. ჰაილბრონი ცნობილია ღვინის ინდუსტრიით.
ამ ადგილის პირველინ წერილობითი ხსენება 741 წლით თარიღდება სახელით ვილია-ჰელიბრუნა. 1050 წელს, დასახლებაში იყო ბაზარი, 1140 წელს კი სამდინარო პორტი. ჰაილბრონის ზრდა უპირველესად განაპირობა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობამ.