ჰაიაო მიაძაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაიაო მიაძაკი (ნიჰონგო იაპონ. 宮崎 駿 — აღმოსავლური დედაქალაქი; დ. 5 იანვარი, 1941, ტოკიო)— იაპონელი რეჟისორი, ანიმატორი, მანგის მხატვარი, პროდიუსერი და სცენარისტი.
ჰაიაო მიაძაკი | |
---|---|
მიაძაკი 2012 წელს | |
დაბადების თარიღი |
5 იანვარი, 1941 (1941-01-05) (83 წლის) ბუნკიო, ტოკიო, იაპონია |
პროფესია | 1963–დღემდე |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1963–2014 |
მეუღლე(ები) | აკემი ოტა (იქ. 1965) |
შვილ(ებ)ი |
|
მიაძაკის ეკუთვნის მრავალი ანიმე-ფილმი და მანგა, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობდა იაპონიასა და აღმოსავლეთ აზიაში მრავალი წლის მანძილზე, თუმცა დასავლეთში ის ანიმაციური წრეების გარეთ თითქმის უცნობი იყო 1999 წლამდე, როდესაც მირამაქსმა მისი ფილმი „პრინცესა მონონოკე“ გამოუშვა. მიაძაკის ფილმი „აჩრდილწაღებული“ იაპონიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა; „პრინცესა მონონოკესაც“ იგივე ტიტული ეჭირა მცირე ხნით იმავე წელს ეკრანებზე „ტიტანიკის“ გამოსვლამდე.
მიაძაკის ფილმებისთვის დამახასიათებელია განმეორებადი თემები, როგორიცაა ჰუმანიზმის ურთიერთქმედება ბუნებასა და ტექნოლოგიასთან, და ასევე პაციფისტური ეთიკის შენარჩუნების სიძნელეები. მისი ფილმების მთავარი გმირები ხშირად ძლიერი, დამოუკიდებელი გონონები ან ახალგაზრდა ქალები არიან. ბოროტი ძალები ხშირად ბუნდოვანი ხახიათებითა და ცვალებადი თვისებებით გამოირჩევიან. ფილმების სერიაში ფიგურირებენ - ავიამეკობრეები, ხშირად ჩნდებიან კომიკური მოხუცი ქალები.