ჰაბიტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაბიტატი — ცოცხალი ორგანიზმებისათვის არსებული გეოგრაფიული არეალი, სადაც თითოეული მათგანი ცხოვრობს, შოულობს საკვებს, მრავლდება, იზრდება და ვითარდება. ეს არის ბუნებრივი გარემო რომელშიც ორგანიზმი ცხოვრობს, ან ფიზიკური გარემო, რომელიც პოპულაციის გარშემო არსებობს.[1]
ჰაბიტატი შედგება როგორც ფიზიკური (ნიადაგი, ტენიანობა, ტემპერატურა), ასევე ბიოლოგიური (მაგ. საკვების ხელმისაწვდომობა) ფაქტორებისაგან. პარაზიტებისათვის არ არის აუცილებელი ჰაბიტატი იყოს გეოგრაფიული გარემო. ამის მაგივრობას მასპინძელი ორგანიზმი ან კონკრეტული ორგანო სწევს. [2]