ჯული ბენცი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯული მარი ბენცი (ინგლ. Julie Marie Benz; დ. 1 მაისი, 1972) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია დარლას როლით ფილმში, ბაფფი ვამპირებზე მონადირე და სატელევიზიო სერიალში ანგელოზი (1997–2004), რიტა ბენეტის როლს თამაშობდა ''დექსტერში'' (2006–2010), რომლისთვისაც მან მოიგო 2006 წლის სატელიტის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და 2009 წლის სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის .
ჯული ბენცი | |
---|---|
ბენცი 2016 წელს | |
დაბადების სახელი | ჯული მარი ბენცი |
დაბადების თარიღი |
1 მაისი, 1972 (1972-05-01) (52 წლის) პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1990-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯონ კასირი (1998-2007); რიჩ ოროსკო (2012-დღემდე) |
ბენცმა ასევე ითამაშა სერიალებში ''როუსველი'' (1999–2000), სასოწარკვეთილი დიასახლისები (2010), "არა ჩვეულებრივი ოჯახი" (2010–2011), ნიჭიერი ადამიანი (2011–2012), გამოწვევა (2013–2015), ჰავაის პოლიცია (2015–2017) და ვარჯიშის დღე (2017). გადაღებულია ფილმებშიც, მათ შორისაა: სიკვდილის დედოფლები (1999), ძმები (2001), რემბო 4 (2008), ხერხი 5 (2008), დამსჯელი: საომარი ზონა (2008) და წმინდანები ბუნდოკიდან 2: წმინდათა დღე (2009).