From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუზეპე გონძაგა (იტალ. Giuseppe Gonzaga; დ. 20 მარტი, 1690 — გ. 16 აგვისტო, 1746) იყო გუასტალას ჰერცოგ ვინჩენცო გონძაგას უმცროსი ვაჟი და ანტონიო ფერანტე გონძაგას ძმა, რომლის მემკვიდრეც ის გახდა 1729 წელს.
ჯუზეპე, მიუხედავად იმისა რომ გონძაგას დინასტიის გუასტალას შტოს უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, გვიან დაქორწინდა. 1731 წლის 29 მარტს მან ელეონორე ფონ ჰოლშტაინზე (დ. 1715— გ. 1760), ვიზენბურგის ჰერცოგ ლეოპოლდის ქალიშვილზე იქორწინა. ჯუზეპე გონძაგას შვილი არ სეძენია და მისი სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა ფრანც I-მა 1748 წელს გუასტალას საჰერცოგო ჰაბსბურგების სამფლობელო პარმას შეუერთა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.