მალაიზიის შტატი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოჰორი (მალ. Johor, ჯავი:جوهور) — მალაიზიის სასულთნო, შტატი მალაიზიაში, ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯოჰორ-ბარუ. მდებარეობს მალაიზიის მალაკურ ნაწილში, მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. შტატში არის საერთაშორისო აეროპორტი — სენაი.
მალაიზიის შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯოჰორი მალ. Johor ჯავი:جوهور | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
ადმ. ცენტრი | ჯოჰორ-ბარუ | ||||
კოორდინატები | 1°29′14″ ჩ. გ. 103°46′52″ ა. გ. | ||||
მმართველი | Ibrahim Iskandar of Johor | ||||
ფართობი | 18 987 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | მალაიური ენა | ||||
მოსახლეობა | 3 348 283 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 176,35 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 და 07 | ||||
საფოსტო ინდექსი | 80000–86999 | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | johor.gov.my | ||||
| |||||
ჯოჰორის შტატს უჭირავს მეხუთე ადგილი ფართობისა და მეორე ადგილი მოსახლეობის მიხედვით მალაიზიის შტატებს შორის. შტატი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძლის სამხრეთ ნაწილში. შტატის უმაღლესი მწვერვალია მთა გუნუნგ-ლედანგი (1276 მ). სანაპირო ხაზის სიგრძეა 400 კმ. კლიმატი ეკვატორული, მუსონური. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1778 მმ-ის ტოლია. საშუალო წლიური ტემპერატურა 26 — 28 °С.
2000 წლის აღწერების მიხედვით შტატის მოსახლეობა შეადგენდა 2,75 მილიონ კაცს: 54% — მალაიები, 35 % — ჩინელები, 7 % — ინდოელები, 4 % — სხვა. 2010 წლის შეფასებითმოსახლეობის რაოდენობაა 3 348 283 კაცი, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე — 176,35 ად./კმ².
სახელწოდება ჯოჰორი წარმოსდგება სპარსული სიტყვისაგან „ჯავჰარ“, რაც „ძვირფას ქვას“ ნიშნავს. ჯოჰორის სასულთნო დაარსდა XVI საუკუნის დასაწყისში, მალაკის უკანასკნელი სულთნის მაჰმუდ შაჰის შვილის ალა ად-დინ რიაიატ-შაჰ I-ის მიერ, მას შემდეგ რაც მოახერხა პორტუგალიელი კოლონიზატორებისაგან თავის დაღწევა. სულთანმა გაზარდა ჯოჰორის იმპერიის საზღვრები, დაიპყრო რიაუ და პაჰანგი, სადაც მმართველად დანიშნა თავისი წარმომადგენლები. ჯოჰარის იმპერია პერიოდულად ახორციელებდა თავდასხმას პორტუგალიელ კოლონიზატორებზე, მაგრამ ვერ დაიბრუნეს მალაკა. მთელი 130 წლის განმავლობაში პორტუგალიელებს ხელს უშლიდა სრუტეების გაკონტროოლებაში.
1641წელს ჯოჰორის სასულთნომ ალიანსი დაამყარა ჰოლანდიელებთან და მათი დამხარებით შეძლეს მალაკის დაპყრობა. მოგვიანებით ჯოჰორი დასუსტდა და დაკარგა ძველებური დიდება, რაზეც დიდი გავლენა შინაომებმა იქონიეს.
1864-1895 წლებში ხელისუფლებაში მოდის სულთანი აბუ-ბაქარი, რომელსაც შეეძლო გაძღოლოდა ქვეყანას და მიზანმიმართული პოლიტიკა ეწარმოებინა ბრიტანელებთან და სინგაპურთან. მისი მმართველლობის დროს ქვეყანა გაძლიერდა, სწორედ ამიტომ მან მიიღო „ახალი ჯოჰორის მამის“ ტიტული.
1914 წლიდან ქვეყანაში იწყება ბრიტანელი მრჩევლის კემპბელის მოღვაწეობა.
შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ჯოჰორ-ბარუ იყო უკანასკნელი ქალაქი მალკის ნახევარკუნძულზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მალაიის ოპერაციის დროს დაიკავეს იაპონელმა ოკუპანტებმა.
1948 წელს შტატი შევიდა მალაიის ფედერაციაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1957 წელს.
ჯოჰორის შტატი ადმინისტრაციულად იყოფა 10 რაიონად:
ჯოჰორის შტატში არის სამი საზღვაო პორტი: ჯოჰორ-პორტი, ტანჯუნგ-პელეპასი და ტანჯუნგ-ლანგსატი.
შტატში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი სენაი, რომელიც გაიხსნა 1974 წლის 6 ივნისს და წელიწადში გადაჰყავს 5 მლნ. ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.