ჯორჯ ბენსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ბენსონი (ინგლ. George Benson, დ. 22 მარტი, 1943)[3] — ამერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი და მომღერალი/სიმღერების ავტორი. პროფესიონალური კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ჯაზ-გიტარისტმა. დაკვრისას იგი იყენებს პიკინგის ტექნიკის აპოიანდოს ტიპს, რომელსაც ჯანგო რეინჰარდტის მსგავსი მუსიკოსებიც ფლობდნენ.
ჯორჯ ბენსონი | |
---|---|
მადრიდში, 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 მარტი, 1943 (1943-03-22) (81 წლის) |
დაბ. ადგილი | პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური |
1954 (როგორც პატარა ჯორჯ ბენსონი)[1][2] 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Prestige Records (1964–65) Columbia Records (1966–67) Verve Records (1968) A&M Records (1968–70) CTI Records (1971–76) Warner Bros. Records (1976–94) GRP Records (1995–2005) Concord Records (2006–დღემდე) |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Ibanez GB10 Signature Model Ibanez GB200 Signature Model | |
საიტი | georgebenson.com |
ჯორჯ ბენსონი ვიკისაწყობში |
როგორც ვუნდერკინდი, ბენსონი პირველად გამოჩნდა 1960-იანებში, როდესაც ჯეკ მაკდაფთან და სხვებთან ერთად სოულ-ჯაზს ასრულებდა. მას წამოიწყო წარმატებული სოლო-კარიერა და საკუთარ მუსიკაში იყენებდა ჯაზის, პოპის, რიტმ-ენდ-ბლუზური და სკეტ-ვოკალის ელემენტებს. მისი ალბომი Breezin' აღინიშნა სამმაგი პლატინის სტატუსით და 1976 წელს მოხვდა „ბილბორდის“ პირველ პოზიციაზე.[4] 1980-იანებში მის კონცერტებზე დამსწრეთა რაოდენობა მაღალი იყო, რაც დღემდე გრძელდება.[4] ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბენსონს საკუთარი ვარსკვლავიც აქვს.