ჯორჯტაუნი (კაიმანის კუნძულები)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯტაუნი (ინგლ. George Town) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის კაიმანის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჯორჯტაუნი მდებარეობს კუნძულ დიდ კაიმანზე. მოსახლეობა შეადგენს 30 600 ადამიანს (2006).[1]
სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
დედაქალაქი | |
---|---|
ჯორჯტაუნი ინგლ. George Town | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ზღვისიქითა ტერიტორია | კაიმანის კუნძულებიკაიმანის კუნძულები |
კოორდინატები | 19°20′00″ ჩ. გ. 81°24′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1681 |
ფართობი | 29 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 30 600 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
დახურვა
ჯორჯტაუნი არის კაიმანის კუნძულების საფინანსო ცენტრი, აქ მდებარეობს 600 ბანკი. ქალაქში მრავალი ძვირადღირებული სახლი და ცნობილი კომპანიების ოფისია, ჯორჯტაუნშივეა სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა. ქალაქის სიახლოვეს არის საერთაშორისო აეროპორტი.