![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ჯომაღისწყალი
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯომაღისწყალი — მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 11,2 კმ, აუზის ფართობი 67,8 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობაა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა — ზამთარში, ადრე შემოდგომაზე იშვიათად იცის წყალმოვარდნა. მდინარე ჯომაღისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი მაღი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,93 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები ჯომაღისწყალი, ქვეყანა ...
ჯომაღისწყალი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°35′12″ ჩ. გ. 44°01′05″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2995 მ |
შესართავი |
დიდი ლიახვი 42°31′59″ ჩ. გ. 44°05′41″ ა. გ. |
სიგრძე | 11,2 კმ |
აუზის ფართობი | 67,8 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,93 მ³/წმ |
![]() ![]() |
დახურვა