From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიჯი ჰადიდი (ინგლ. Gigi Hadid; დ. 23 აპრილი, 1995)[1] — ამერიკელი მოდელი. თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო IMG Models-თან. 2016 წელს, იგი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დასახელდა წლის საერთაშორისო მოდელად.
ჯიჯი ჰადიდი | |
---|---|
ჯიჯი ჰადიდი 2015 წლის ნოემბერს | |
დაბადების სახელი | ჯელენა ნორა ჰადიდი |
დაბადების თარიღი |
23 აპრილი, 1995 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | მალიბუს უმაღლესი სკოლა |
საქმიანობა | მოდელი |
აქტიური | 1997-დღემდე |
ორგანიზაცია | IMG Models (ნიუ-იორკი) |
სიმაღლე | 1.79 სმ |
წონა | 57 კგ |
მშობლები |
მამა: მუჰამედ ჰადიდი დედა: იოლანდა ჰადიდი |
ნათესავები |
ბელა ჰადიდი(და) ანვარ ჰადიდი(ძმა) |
ჯელენა ნორა ჰადიდი დაიბადა 1995 წლის 23 აპრილს, ლოს-ანჯელესში[2]. არის უძრავი ქონების დეველოპერის, მუჰამედ ჰადიდის და ყოფილი მოდელის იოლანდა ჰადიდის პირველი შვილი. დედამისი გერმანელია, ხოლო მამისი პალესტინელი[3]. ჰყავს და ბელა ჰადიდი და ძმა ანვარ ჰადიდი, ორივე მათგანი მოდელია. ჰყავს ორი უფროსი ნახევარდა, მარიელა და ალანა[4][1]. 2013 წელს ჰადიდმა დაამთავრა მალიბუს უმაღლესი სკოლა, სადაც ფრენბურთის კაპიტანი და კომპეტენტური ცხენოსანი იყო.
სწავლის და სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად ის საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ჰადიდმა „ახალ სკოლაში“ კრიმინალური ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო, თუმცა სწავლა შეწყვიტა, რათა სამოდელო კარიერაზე გაემახვილებინა ყურადღება[5].
ჯიჯი ჰადიდმა სამოდელო კარიერა 2 წლის[6] ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლ მარჩიანომ, ტანსაცმლის ბრენდ „Guess“-ის დამფუძნებელმა აღმოაჩინა.
ჰადიდი სამოდელო კარიერას საბოლოოდ 2011[7] წელს დაუბრუნდა, მან განაახლა მუშაობა მარჩიანოსთან, ხოლო 2012 წელს გახდა Guess-ის სახე, მან Guess-თან სამი ფოტოსესია გადაიღო[8].
ნიუ-იორკში გადმოსვლის და IMG Models-თან თანამშრობლობის შემდეგ, მან New York Fashion Week-ზე თავისი სამოდელო დებიუტი შექმნა, როდესაც 2014 წელს, Desigual[9][10]-ის სამოდელო სახლის ტანსაცმელით, შოუზე გაიარა. 2014 წლის 15 ივლისს, მან ითამაშა მსახიობთან და მოდელთან პატრიკ შვარცენეგერთან ერთად, დიზაინერის ტომ ფორდის, მიერ Eyewear შემოდგომა / ზამთრის კამპანიაზე. ის თანამასპინძლობდა „Daily Front Row“-ის „Fashion Media Awards“-ის ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკში, 2014 წლის 5 სექტემბერს.
2014[11][12][13] წელს, იყო ჟურნალ „Galore“-ს და ჟურნალ „Carine Roitfeld“-ის გარეკანზე.
2015 წლის იანვარში, ჯიჯი ჰადიდი დაასახელეს „Daily Front Row“-ის და „Maybelline“-ის წლის მოდელად. 2015 წლის მარტში, ჰადიდმა მის მაშინდელ მეგობარ ბიჭთან, კოდი სიმსონთან ერთად, მარიო ტესტინოს საფოტოგრაფო პროექტის ნაწილ-„Towel Series“-ში მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის მაისისთვის, მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისეთი დიზაინერების სამოდელო ჩვენებებზე, როგორიცაა: მარკ ჯეიკობსი, შანელი, მაიკლ კორსი და სხვა.
ჰადიდმა მონაწილეობა მიიღო Fendi-სა და Moschino-ს კამპანიებში. ის 2017 წელს, ასევე იყო, მაქს მარას აქსესუარების მთავარი სახე. იყო ვერსაჩეს ფოტოგრაფი გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებზე.
იგი 2018 წლიდან დღემდე, თანამშრომლობს გაეროს ბავშთა ფონდთანთან, 25 აგვისტოს, იგი ბანგლადეშში გაემგზავრა, თავისი პირველი მისიის შესასრულებლად.
2019 წლის თებერვალს, მან მესამეჯერ მიიღო მონაწილეობა Victoria Secret-ის მოდის ჩვენებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.