![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9f/Jimmy_Page_at_the_Echo_music_award_2013.jpg/640px-Jimmy_Page_at_the_Echo_music_award_2013.jpg&w=640&q=50)
ჯიმი პეიჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ პატრიკ „ჯიმი“ პეიჯი (ინგლ. James Patrick „Jimmy“ Page, დ. 1944, 9 იანვარი) — ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი პირველი ჯგუფი იყო The Yardbirds, 1966 წლიდან 1968 წლამდე, რის შემდეგაც მან დააარსა ინგლისური როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინი.
ჯიმი პეიჯი | |
---|---|
![]() ჯიმი პეიჯი 2013 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეიმზ პატრიკ პეიჯი |
დაბ. თარიღი |
9 იანვარი, 1944 (1944-01-09) (80 წლის) ჰესტონი, მიდლსექსი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Heston[1] |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზ-როკი, როკ ენ როლი, ფოლკ როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, მანდოლინა, ციმბალი, ტერემინი, ბას გიტარა, ბანჯო, ჰარმონიკა, სიტარი, სინთეზატორი, დაირა, ბორბლიანი ვიოლინო, პედლის გიტარა, კლავიშები, ვოკალი |
აქტიური | 1962-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Swan Song, Atlantic, Geffen, Fontana, Mercury |
საიტი | jimmypage.com |
ჯიმი პეიჯი ვიკისაწყობში |
ჯიმი პეიჯი Allmusic-ის (ყოფილი AMG) მიერ შეფასებულია როგორც ”ყველა დროის უდავოდ ერთ-ერთი გავლენიანი, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გიტარისტი და კომპოზიტორი როკის ისტორიაში”. 2004 წელს პეიჯმა დაიკავა მეოთხე ადგილი ჟურნალ Classic Rock Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ ”გიტარის 100 ყველაზე ველური გმირის” სიაში, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა მიანიჭა მეცხრე პოზიცია ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. ჯიმი პეიჯი ორჯერ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. პირველად 1992 წელს როგორც The Yardbirds-ის წევრი და მეორედ 1995 წელს როგორც ლედ ზეპელინის წევრი.