ჯვრის უღელტეხილი (ლეჩხუმის ქედი)
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯვრის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ. კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით. აკავშირებს მდინარეების ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ლაჯანურის (ცაგერის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვრის უღელტეხილი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ჯვრის უღელტეხილი ...
ჯვრის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°45′31″ ჩ. გ. 42°58′24″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2600 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
დახურვა