ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში — იერუსალიმის სამეფოს მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანიების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მისი პოზიციების განმტკიცებას ლევანტში. იერუსალიმის მეფე სარგებლობდა არეულობის გამო ფატიმიანთა სახალიფოს სისუსტით.
სწრაფი ფაქტები ჯვაროსანთა ლაშქრობები ეგვიპტეში, თარიღი ...
დახურვა
ომი დაიწყო, როგორც ფატიმიანთა სახალიფოში არსებული კრიზისის გაგრძელების ნაწილი, ეს უკანასკნელი დაიშალა სირიიდან და ჯვაროსანთა სახელმწიფოებიდან მომდინარე შევიწროების გამო. როდესაც ერთი ნაწილი დასახმარებლად ნურ ალ-დინ ზანჯის მოიხმობდა, მეორე ნაწილი ჯვაროსანთა მხრიდან ელოდა დახმარებას. ომის განვითარებასთან ერთად, იგი დამპყრობლურ ომად გადაიქცა. იერუსალიმის მეფის — ამალრიკ I-ის აგრესიული კამპანიის შედეგად, უეცრად შეწყდა მთელი რიგი სირიული კამპანიები. 1169 წელს ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა მიერ დამიეტაზე განხორციელებული კომბინირებული შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმავე წელს სალაჰ ად-დინმა (ევროპაში ცნობილია, როგორც სალადინი) ეგვიპტეში ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, როგორც ვეზირმა. 1171 წელს იგი ეგვიპტის სულთანი გახდა და ჯვაროსნებმა ყურადღება საკუთარი სამეფოს დაცვაზე გაამახვილეს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტისა და სირიის მიერ იყო გარშემორტყმული, მომდევნო 16 წელი აგრძელებდა არსებობას. მოგვიანებით ჯვაროსნები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ იერუსალიმის სამეფო და მიხვდნენ, რომ მთავარი საფრთხე ეგვიპტე იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა.