From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერალდ „ჯერი“ სტილერი (ინგლ. Gerald Stiller; დ. 8 ივნისი, 1927, ნიუ-იორკი — გ. 11 მაისი, 2020 ) — ამერიკელი კომედიანტი და კინომსახიობი.
ჯერი სტილერის მამა უილიამ სტილერი წარმოშობით ავსტრიელი ებრაელი იყო, ხოლო დედა ბელა სიტრინი — რუსი ებრაელი. მან პოპულარობა მოიპოვა ისეთ ცნობილ სიტკომებში თამაშით, როგორებიცაა „სეინფელდი“ (ინგლ. Seinfeld), რომელშიც ის ფრენკ კონსტანცას როლს ასრულებს და „ქუინსის მეფე“ (ინგლ. The King of Queens), რომელშიც ექსცენტრიკი ართურ სპუნერი განასახიერა.
ჯერი სტილერის მეუღლეა მსახიობი ენ მირა, შვილები: ასევე მსახიობები ბენ სტილერი და ემი სტილერი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.