![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/JENNIFERjones.jpg/640px-JENNIFERjones.jpg&w=640&q=50)
ჯენიფერ ჯოუნზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯენიფერ ჯოუნზი (ინგლ. Jennifer Jones; დ. 2 მარტი, 1919 — გ. 17 დეკემბერი, 2009) — ამერიკელი მსახიობი. მისმა კარიერამ 5 დეკადა მოიცვა, ამ დროის პერიოდში 5 ჯერ იყო ნომინირებული როგორც ოსკარზე, ასევე ოქროს გლობუსზეც. ჯოუნზი იმ მსახიობ ქალებს შორისაა, რომლებმაც ოსკარი ახალგაზრდობაში მოიპოვეს.
ჯენიფერ ჯოუნზი | |
---|---|
![]() ჯოუნზი 1953 წელს | |
დაბადების სახელი | ფილის ლი ისლი |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1919 ტალსა, ოკლაჰომა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
17 დეკემბერი, 2009 (90 წლის) მალიბუ, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ნორსვესტერნის უნივერსიტეტი, დრამატული ხელოვნების ამერიკული აკადემია |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1939–1974 |
მეუღლე(ები) |
რობერტ ვოლკერი (იქ. 1939–45) დევიდ სელზნიკი (იქ. 1949–65) ნორტონ საიმონი (იქ. 1971–93) |
შვილ(ებ)ი | 3 |
სამსახიობო კარიერამდე, ახალგაზრდობაში მუშაობდა მოდელად. 1939 წელს გამოჩნდა ორ ფილმში. მესამე როლი მოირგო ბიოგრაფიულ დრამაში, „ბერნადეტის სიმღერა“ (1943), სადაც იგი მთავარი როლით, ბერნადეტ სუბიროუსის როლით გადაიღეს. ამ როლის შესრულებისთვის, 1943 წელს მან მოიგო ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 1940-იან წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, მოიპოვა როგორც ოსკარის სამი ნომინაცია, ასევე მნიშვნელოვანი დადებითი შეფასებები. ამ პერიოდში გადაიღეს ფილმებში: ამერიკული ეპიკური დრამა „მას შემდეგ რაც წახვედი“ (1944), „სასიყვარულო წერილები“ (1945), ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი, „დუელი მზეში“ (1946).
1949 წელს ჯოუნზმა ამერიკელ პროდიუსერზე, დევიდ სელზნიკზე იქორწინა. ამ წელს მთავარი როლი მოირგო რომანტიკულ დრამაში, „მადამ ბოვარი“. 1950-იან წლებში გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: 1952 წლის ფილმი, „Ruby Gentry“, სათავგადასავლო კომედია „ეშმაკის დამარცხება“ (1953), რომანტიკული დრამა „სადგური ტერმინი“ (1953). 1955 წელს ევრაზიელი ექიმის როლი შეასრულა რომანტიკულ-დრამაში, „სიყვარული არის ძალიან ბრწყინვალე რამ“, რომლითაც მან მეხუთე ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.
1965 წელს სელზინიკის გარდაცვალების შემდეგ, ჯოუნზი დაქორწინდა ამერიკელ მრეწველზე, ნორტონ სიმონზე. ბოლოს გამოჩნდა ფილმში, „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“.
სიცოცხლის განმავლობაში ჯოუნზს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 1966 წელს მან თვითმკვლელობა სცადა და მალიბუს სანაპიროზე კლდიდან გადახტა. მას შემდეგ რაც, მისმა ქალიშვილმა 1976 წელს, თავი მოიკლა, ჯოუნზი დაინტერესდა ფსიქიკური ჯანმრთელობით. მან 1980 წელს დააარსა ჯენიფერ ჯოუნზ სიმონის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განათლების ფონდი. მსახიობმა სიცოცხლის ბოლო ექვსი წელი მალიბუში, კალიფორნიაში გაატარა. გარდაიცვალა 2009 წელს, 90 წლის ასაკში.