From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეირახის რაიონი (ინგშ. ЖIайраха район)[2] — ინგუშეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური რაიონი. ინგუშეთის რესპუბლიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრი სოფელი ჯეირახი.
ჯეირახის რაიონი ინგშ. ЖIайраха район | |
ქვეყანა | რუსეთი |
---|---|
ადმ. ცენტრი | ჯეირახი[1] |
შიდა დაყოფა | Beyni rural settlement[1] , Guli rural settlement[1] , Dzheyrakh rural settlement[1] , Lyazhgi rural settlement[1] და Olgeti rural settlement[1] |
კოორდინატები | 42°49′19″ ჩ. გ. 44°40′47″ ა. გ. |
დაარსდა | 1993 |
ფართობი | 627,04 კმ² |
მოსახლეობა | 2981 კაცი (2018) |
ეროვნული შემადგენლობა | ინგუშები |
სასაათო სარტყელი | მოსკოვის დრო და UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +7 87343 |
ოფიციალური საიტი | http://www.jeyrah.ru |
ჯეირახის რაიონი მდებარეობს ინგუშეთის მთიან ნაწილში და მოიცავს კავკასიონის ცენტრალურ ნაწილს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სუნჯის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონი, დასავლეთიდან ვლადიკავკაზის საქალაქო ოლქი, სამხრეთიდან საქართველოს ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ჩეჩნეთი. რაიონის ფართობია 627,04 კმ².
მთავარი მდინარეებია ასა და არმხი. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მწვერვალები ხახალგი (3031 მ) და ჩერეხკორტი (2230 მ).
1944-1955 წლებში შედიოდა საქართველოს სსრ-ის ახალხევის რაიონის შემადგენლობაში[3].
რაიონი დაარსდა 1993 წლის 8 ოქტომბერს ინგუშეთის პრეზიდენტის რუსლან აუშევის ბრძანებულების შესაბამისად[4].
2009 წელს ჯეირახის რაიონმა მიიღო მუნიციპალური რაიონის სტატუსი[5] და მის შემადგენლობაში დაარსდა ხუთი მუნიციპალური გაერთიანება სოფლის სტატუსით[5].
2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 981 ადამიანს, რომელთა ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
ჯეირახის რაიონში ხუთი მუნიციპალურ გაერთიანებაა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.