![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/31/Thailand_Bangkok_Bumrungrad_International_Hospital_Campus.jpg/640px-Thailand_Bangkok_Bumrungrad_International_Hospital_Campus.jpg&w=640&q=50)
ჯანდაცვა ტაილანდში
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯანდაცვა ტაილანდში— მომსახურების სისტემა, რომელიც ხორციელდება ტაილანდის სამედიცინო დაწესებულებების მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტაილანდს აქვს "ჯანმრთელობის განვითარების ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია". ტაილანდის თანამედროვე მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფუძემდებლად ითვლება მაჰიდოლ ადულიადეი. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა ტაილანდის მოქალაქეებისთვის დაარსდა 2002 წლიდან. ქვეყანაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/31/Thailand_Bangkok_Bumrungrad_International_Hospital_Campus.jpg/640px-Thailand_Bangkok_Bumrungrad_International_Hospital_Campus.jpg)
ქვეყანაში ჯანდაცვას და სამედიცინო მომსახურებას ჯანდაცვის სამინისტრო მართავს, ხოლო ქვეყნის ჯანმრთელობის ყოველწლიური ხარჯები მშპ-ს 4,3 %-ს შეადგენს (2009 წ.).[1][2]
მედიცინა დაკავებულია სამხრეთ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ისეთი ინფექციური დაავადებების მკურნალობით, როგორიცაა: მალარია, ტუბერკულოზი, შიდსი, საგზაო შემთხვევები და მათი შედეგები.[3]