![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/0a/Table_of_architecture%252C_Cyclopaedia%252C_1728%252C_volume_1.jpg/640px-Table_of_architecture%252C_Cyclopaedia%252C_1728%252C_volume_1.jpg&w=640&q=50)
არქიტექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
არქიტექტურა (ბერძ. αρχή — „დაწყება“ და τέχνη — „ხელოსნობა“; „ვიწყებ ხელოსნობას“), ხუროთმოძღვრება[1] — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/0a/Table_of_architecture%2C_Cyclopaedia%2C_1728%2C_volume_1.jpg/320px-Table_of_architecture%2C_Cyclopaedia%2C_1728%2C_volume_1.jpg)