From Wikipedia, the free encyclopedia
ხუან მანუელ სანტოს კალდერონი (ესპ. Juan Manuel Santos Calderón; 10 აგვისტო, 1951, ბოგოტა) — კოლუმბიის პრეზიდენტი 2010 წლის 7 აგვისტოდან დღემდე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი (2006-2009 წწ.). 2016 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
ხუან მანუელ სანტოსი | |
ხუან მანუელ სანტოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, 2010. | |
კოლუმბიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 აგვისტო, 2010 |
ვიცე-პრეზიდენტი | ანხელინო გარსონი |
წინამორბედი | ალვარო ურიბე |
თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივლისი, 2006 – 18 მაისი, 2009 | |
პრეზიდენტი | ალვარო ურიბე |
წინამორბედი | კამილო ოსპინა ბერნალი |
მემკვიდრე | ფრედი პადილია დე ლეონი |
დაბადებული | 10 აგვისტო, 1951 ბოგოტა, კოლუმბია |
პოლიტიკური პარტია | ეროვნული ერთიანობის სოციალური პარტია |
ხელმოწერა |
სანტოსი მიეკუთვნება ცნობილ პოლიტიკურ დინასტიას. მისი პაპის ძმა ედუარდო სანტოსი კოლუმბიის პრეზიდენტი იყო 1938-1942 წლებში, რომელმაც ასევე დააარსა გაზეთი El Tiempo. მამამისი ენრიკე სანტოს კასტილიო აღნიშნულ გაზეთს ხელმძღვანელობდა 50 წლის მანძილზე. სანტოსის ბიძაშვილი ფრანსისკო სანტოს კალდერონი კი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2002-2010 წლებში ალვარე ურიბეს პრეზიდენტობის დროს.
1973 წელს მიიღო კანზასის უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს ლონდონის ეკონომიკური სკოლის მაგისტრია. სპეციალობა — ეკონომიკური განვითარება. 1981 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მაგისტრი.
1991 წლის 18 ნოემბრიდან 1994 წლის 7 აგვისტომდე საგარეო ვაჭრობის მინისტრია. 2000 წლის 7 აგვისტოდან 2002 წლის 7 აგვისტომდე — ფინანსთა და სახელმწიფო კრედიტების მინისტრი, ხოლო 2006 წლის 19 ივლისიდან 2009 წლის 18 მაისამდე — თავდაცვის მინისტრი.
2010 წელს წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე. პირველ ტურში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 30 მაისს, მიიღო ხმების 46,5 %, ხოლო მისმა ძირითადმა კონკურენტმა ანტანას მოკუსმა — 21,5 %. რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50 %-ზე მეტი, გაიმართა მეორე ტური, რომელშიც სანტოსმა მიიღო ხმების 69,06 % და აგხდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. 2014 წელს ხელახლა აირჩიეს და პრეზიდენტის ტანამდებობა დაიკავა 2014-2018 წლებში.
პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით სანტოსი მემარცხენე ცენტრისტია.
2016 წლის 26 სექტემბერს პარტიზანულ დაჯგუფება FARC-EP-თან (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები — ხალხის არმია) ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა კოლუმბიაში 50-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას.
2016 წლის 2 ოქტომბრის საყოველთაო რეფერენდუმზე ამ ხელშეკრულების ჩავარდნის შემდეგ მან ხელი მოაწერა იგივე შინაარსის ახალ, გარკვეულწილად შეცვლილ, სამშვიდობო ხელშეკრულებას.
2016 წელს მიიღო ნობელის პრემია „ქვეყანაში მიმდინარე ნახევარსაუკუნოვანი სამოქალაქო ომის შეწყვეტისათვის ძალისხმევის გამო“[1].
1972 წელს სანტოსი შეუერთდა ყავის მწარმოებელთა ეროვნულ ფედერაციას და ცხრა წლის განმავლობაშ წარმოადგენდა მას ლონდონში ყავის საერთაშორისო ორგანიზაციაში. 1981 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და საგვარეულო გაზეთ El Tiempo-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, შედეგად იგი სანტოსის ოჯახში თავისი თაობის ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა.
1991 წელს პრეზიდენტ სესარ გავირია ტრუხილიოს მთავრობაში იკავებს საგარეო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას. 1993 წელს სანტოსი გახდა სენატის პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი. იგი გახდა უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც სენატორის თანამდებობა მსგავსი დანიშვნის შედეგად დაიკავა, რადგან ერთი წლის შემდეგ იგი ჩაანაცვლა რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა. საგარეო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მთავრობას შესთავაზა შეეცვალა დაკანონებული დრო, ზაფხულის დროით ათი თვის განმავლობაში, რათა ელექტროენერგიის დაპროგრამებული გამორთვებისთვის გაეწიათ შესაფერისი წინააღმდეგობა. 1995-1997 წლებში იგი იყო ტრიუმვირატის წევრი, რომელიც მარტვდა კოლუმბიის ლიბერალურ პარტიას. იგი გადადგა თანამდებობიდან რათა გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ეს განზრახვა არ ყოფილა სისრულეში მოყვანილი.
2000 წელს იგი დანიშნეს ფინანსთა და საზოგადოებრივი კრედიტების მინისტრად, იგი ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა ანდრეს პასტრანა არანგოს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, ანუ 2002 წლამდე.
ხუან მანულე სანტოსმა განაცხადა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტობას შეეცდებოდა 2010 წლისათის, თუკი პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ რეფერენდუმის თანახმად ვერ მოიპოვა მესამე ვადით არჩევის უფლება. მას შემდეგ, რაც კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეფერენდუმი იყო არაკანონიერი და არაკონსტიტუციური, სანტოსმა ოფიციალურად გამოაცხადა საპრეზიდენტო ტანამდებობის დაკავების სურვილის შესახებ 2010-2014 წლებში.
სანტოსის საპრეზიდენტო კამპანია აგებული იყო უსაფრთხოების დემოკრატიული პოლიტიკის საფუძველზე. სანტოსმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურად დაასახელა ყოფილი მინისტრი და ვალეს გუბერნატორი ანხელინო გარსონი.
30 მაისს სანტოსმა პირველ ტურში მიიღო ხმები 45,56 %, მეორე ტურში, რომელიც გაიმართა 20 ივნისს სანტოსმა უკვე ხმების 68,9 % მიიღო და 2010 წლის 7 აგვისტოს დაიკავა კოლუმბიის პრეზიდენტის თანამდებობა.
თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ხუან მანუელ სანტოსმა დაიწყო დაახლოება FARC-EP-თან (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები — ხალხის არმია), რათა საბოლოოოდ დაესრულებინა შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყნის შიგნით. სამშვიდობო დიალოგი გაიმართა 2011 წლის 1 მარტს და 2012 წლის 18 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. 2016 წლის 24 აგვისტოს კოლუმბიის მთავრობისა და FARC-EP-ის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 2016 წლის 26 სექტემბერს კარტახენაში, მაგრამ 2 ოქტომბრის პლებისციტის შედეგების მიხედვით შეთანხმების რატიფიკაცია არ მოხდა.
შემდეგ დღეებში სანტოსმა დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა გაეფორმებინათ ახალი, შეცვლილი სახის შეთანხმება FARC-EP-თან. პლებისციტიდან თვენახევრის შემდეგ, 12 ნოემბერს დაიდო ახალი, მცირე შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც მოხდა 1 დეკემბერს და ხელშეკრულება მოქმედებს დღევანდელ დღემდე. ამ შეთანხმებამ, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი სამოქალაქო ომი (შეეწირა დაახლოებით 220 000 კოლუმბიელი) ხუან მანუელ სანტოსს 2016 წელს მოუტანა ნობელის მშვიდობის პრემია.
პრეზიდენტმა სანტოსმა 2016 წლის მარტში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებს იწყებს სხვა შეიარაღებულ პარტიზანულ დაჯგუფებასთან, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან (ELN), თუმცა დიალოგის დაწყება შეჩერდა მანამ, სანამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია არ გაათავისუფლებდა მძევლებს. 2017 წლის 4 თებერვალს ჩოკოს დეპარტამენტის ყოფილი კონგრესმენის ოდინა სანჩეს მონტეს დე ოკის გათავისუფლების შემდეგ, ამავე წლის 7 თებერვალს ხელისუფლება შეეცადა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა პარტიზანული დაჯგუფება ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია. ამრიგად, ეს იყო მემარცხენე ორიენტაციის პარტიზანებთან ქვეყნის შიგნით შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მცდელობა.
1987 წლიდან სანტოსი მეორე ქორწინებაშია. მისი პირველი მეუღლე იყო რეჟისორი და ტელეწამყვანი სილვია ამაია ლონდონიო და მათი ქორწინება გაგრძელდა სამი წელი. მეორე მეუღლეა სამრეწველო დიზაინერი მარია კლემენსია როდრიგეს მუნერა, რომელიც მაშინ გაიცნო როდესაც იყო El Tiempo-ს დირექტორის მოადგილე. მარია მაშნ მუშაობდა კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროში მდივნად. ამ ქორწინებიდან სანტოს ჰყავს სამი შვილი: მარტინი (დ. 1989), მარია ანტონია (დ. 1991) და ესტებანი (დ. 1993)[2].
სანტოსი ირწმუნება, რომ დიდი ხანია მიჰყვება ტრანსცენტენდალურ მედიტაციას[3]. 1998 წელს იგი შეხვდა ტრანსცენტენდალური მედიტაციის დამფუძნებელს მაჰარიში მაჰეშ იოგის[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.