![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Joana%252C_a_Excelente_Senhora_-_The_Portuguese_Genealogy_%2528Genealogia_dos_Reis_de_Portugal%2529.png/640px-Joana%252C_a_Excelente_Senhora_-_The_Portuguese_Genealogy_%2528Genealogia_dos_Reis_de_Portugal%2529.png&w=640&q=50)
ხუანა ლა ბელტრანეხა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუანა ლა ბელტრანეხა (ესპ. Juana la Beltraneja, პორტ. Joana a Beltraneja; დ. 21 თებერვალი, 1462 — გ. 12 აპრილი, 1530) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის დედოფალ ჟუანა პორტუგალიელის ქალიშვილი, რომლის მამაზეც დღემდე დაობენ ისტორიკოსები. ბევრი მამამისად დედოფალ ჟუანას ქმარს, კასტილიის მეფე ენრიკე IV-ს ასახელებს, დანარჩენები კი დედოფლის საყვარელ ბელტრან დე ლა სუევას, რის გამოც ხუანას მეტსახელად ბელტრანეხა, ანუ ბელტრანის ასული შეარქვეს. იგი ასევე იყო პორტუგალიის დედოფალი 1475-81 წლებში, როგორც თავისი ბიძის, მეფე აფონსუ V-ის მეორე ცოლი. უამრავი წლის მანძილზე, ხუანა კასტილიის ტახტში თავის მამიდას, დედოფალ ისაბელ I-ს ეცილებოდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა.
სწრაფი ფაქტები ხუანა ლა ბელტრანეხა, პორტუგალიის დედოფალი ...
ხუანა ლა ბელტრანეხა | |
---|---|
![]() | |
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი, 1475 |
მმართ. დასასრული: | 28 აგვისტო, 1481 |
წინამორბედი: | იზაბელ კოიმბრელი |
მემკვიდრე: | ელეანორ ვიზეუელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 თებერვალი, 1462 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 12 აპრილი, 1530, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | აფონსუ V, პორტუგალიის მეფე |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | სავარაუდოდ: ენრიკე IV, კასტილიის მეფე, ან ბელტრან დე ლა სუევა, ალბუკერკეს ჰერცოგი |
დედა: | ჟუანა პორტუგალიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა