ხოსე მანუელ ბალმასედა (ესპ. José Manuel Balmaceda; დ. 19 ივლისი, 1840, სანტო-დომინგო, ჩილე — გ. 18 სექტემბერი, 1891, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1886–1891 წწ.

სწრაფი ფაქტები ჩილეს მე-11 პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ხოსე მანუელ ბალმასედა
Thumb
ჩილეს მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 სექტემბერი, 1886  29 აგვისტო, 1891
წინამორბედიდომინგო სანტა მარია
მემკვიდრეხორხე მონტი

დაბადებული19 ივლისი, 1840
სანტო-დომინგო, ჩილე
გარდაცვლილი18 სექტემბერი, 1891
სანტიაგო, ჩილე
პოლიტიკური პარტიალიბერალი
ხელმოწერაThumb
დახურვა

კარიერა

ის იყო თორმეტ და-ძმას შორის უფროსი. მისი მშობლები მდიდრები იყვნენ და მისი ადრეული წლები დაკავშირებული იყო ინდუსტრიებთან და აგრო საწარმოებთან. 1849 წელს შევიდა ფრანგი ბერების სკოლაში და კინაღამ სამღვდელოებას შეუერთდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და ჰყავდა რვა შვილი.

1864 წელს ის გახდა მანუელ მონტის მდივანი, რომელიც იმ დროს ჩილეს მთავრობის წარმომადგენელი იყო ლიმაში, და დაბრუნების შემდეგ წარმოჩნდა ენატში როგორც დიდი ორატორი. 1868 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ჟურნალ "La Libertad"-ს (თავისუფლება) გამოშვება. მან ასევე გამოსცა ორი მონოგრაფია: "პოლიტიკური გადაწყვეტილება საარჩევნო თავისუფლების დროს" და "ეკლესია და სახელმწიფო". 1869 წელს შეურთდა "Club de la Reforma"-ს რომელიც გახდა ლიბერალური პარტიის ბაზა.

მისი რადიკალური პროგრამების წყალობით რამდენიმეჯერ აირჩიეს დეპუტატად: 1864-1867; 1870–1873; 1873–1876; 1876–1879; 1879-1882 წლებში. ანიბალ პინტოს პრეზიდენტობის პერიოდში ის მონაწილეობდა რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში და დიდი წვლილი მიუძღვის არგენტინის დარწმუნებაში რომ ის არ ჩრთულიყო წყნარი ოკეანის მეორე ომში 1878 წელს. დომინგო სანტა მარიას პრეზიდენტობის დროს ის ჯერ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრი. 25 ივნისს ის აირჩიეს როგორც ერთადერთი კანდიდატი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
დომინგო სანტა მარია
ჩილეს პრეზიდენტი

1886 - 1891
შემდეგი:
ხორხე მონტი

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.