![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0e/Samia_cynthia.jpg/640px-Samia_cynthia.jpg&w=640&q=50)
ხემყრალის აბრეშუმხვევია
ღამის პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ხემყრალის აბრეშუმხვევია[1] (ლათ. Samia cynthia) — ღამის პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 11–14 სმ-ია; ფერად ზეთისხილისფერ-ყავისფერია, გასდევს განივი მოვარდისფრო ლაქები, აყრია ოთხი ნამგლისებრი ღია ლაქა. წინა ფრთების ბოლოები მოღუნულია. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეყვანილია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში; ნაპოვნია ქალაქ სოხუმის მიდამოებშიც.[2] მუხლუხების სიგრძეა 7–8 სმ.[1] იგი მრავლისმჭამელია, უპირატესობას ანიჭებს ხემყრალს,[2] ასევე ჭამს აბუსალათინის, იასამანისა და სხვათა ფოთლებს. ზამთრობს ჭუპრის ფაზაში. წელიწადში იძლევა ოთხ თაობას.[1] პეპლის პარკებისაგან იღებენ აბრეშუმს.[2] პარკი მოგრძოა, რუხი-ყვითელი, ამოხვეული ძაფი სიგრძით 600 მეტრს აღწევს.[1] მოშენებულია ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, თუმცა ფართო სამრეწველო მნიშვნელობა არ გააჩნია. გამოიყენება როგორც ლაბორატორიული ობიექტი.[2]
ხემყრალის აბრეშუმხვევია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Samia cynthia (Drury, 1773) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
ხემყრალის აბრეშუმხვევიას ქვესახეობაა აბუსალათინის აბრეშუმხვევია (Samia cynthia ricini), რომელიც იკვებება აბუსალათინის ფოთლით. პარკიდან იღებენ ბზინვარე და მოყავისფრო-მოწითალო აბრეშუმს. ნახევრად მოშინაურებულია ინდოეთში.[1]