![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/GEO-ARA-KH.svg/langka-640px-GEO-ARA-KH.svg.png&w=640&q=50)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/GEO-ARA-KH.svg/640px-GEO-ARA-KH.svg.png)
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 11 ტერიტორიული ორგანო და 64 სოფელი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან, აჭარისწყლის, ახალშენის, თხილნარის, კირნათის, მაჭახელას, მახინჯაურის, ორთაბათუმის, სოფელი სარფის, ფერიის, შარაბიძეების და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფართობია 356,4 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 189 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 143,6 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ხელვაჩაური. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის წინსვლა (3115 ადამიანი), ხელვაჩაურიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ქვედა ქოქოლეთი (30 კმ.).