ხარჯამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხარჯამი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 17 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 18 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები და XIX საუკუნის მეჩეთი, რომელიც ამჟამად უფუნქციოა. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ხარჯამი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | წახანი |
კოორდინატები | 41°41′45″ ჩ. გ. 42°51′02″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1180 მ |
მოსახლეობა | 137[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა