From Wikipedia, the free encyclopedia
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ[1].
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად — მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი — მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა — ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები — მწვანე.
დროშის პროპორციაა 2:3.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.