![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Hanukia.jpg/640px-Hanukia.jpg&w=640&q=50)
ხანუქა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხანუქა (ებრ. חֲנֻכָּה — განახლება, კურთხევა) — ებრაული დღესასწაული, რომელიც იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე, ტევეთის თვის 2 ან 3 რიცხვამდე. დღესასწაული დაწესდა ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტაძრის ტერიტორია გათავისუფლდა ბერძნულ-სირიული არმიისა და მათი მოკავშირე ებრაელებისგან ძვ. წ. 165 წელს. სამი წლით ადრე, იმავე დღეს, ქისლევის 25–ში ანტიოქე ეპიფანემ (ძვ. წ. 175-164) შეურაცხყო ისრაელის მთავარი სიწმინდე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Hanukia.jpg/640px-Hanukia.jpg)