ჭყიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭყიმი (ლათ. Anthriscus) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალ-, ორ- ან ერთწლოვანი მაღალი ბალახებია. 20-მდე სახეობა იზრდება ევრაზიაში, 7 — საქართველოში, მათ შორის, 1 (A. ruprechtii) კავკასიის ენდემია, 2 (A. schmalhausenii, A. sosnowskyi) — საქართველოსი; ამათ გარდა გვხვდება ღრინჭოლა (A. nemorosa), ჭყიმამხალი (A. cerefolium), ჩალამბარა (A. cerefolium var. trichocarpa ან A. trichosperma). იზრდებიან მთის შუა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე ბუჩქნარებში, ტყეებში, ჩამონაზვავებზე, მორენებზე.
ჭყიმი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჭყიმამხალი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Anthriscus Pers., 1805 | ||||||||||||||
|
ჭყიმამხალი (A. cerefolium) მოჰყავთ გურიაში ბოსტნებში. ეს არის თეთრყვავილებიანი 40-70 სმ სიმაღლის მცენარე, რომელიც ოხრახუშს ენათესავება. ნაყოფი მოგრძო ოვოიდურია, დაახლოებით 1 სმ სიგრძისა.
ისტორიულად ჭყიმი კავკასიის ენდემია და თავის დროზე რომაელების მიერ იქნა შემოტანილი ევროპაში.[1]